გამოკითხვის მიზანია სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის დადგენა და დამოკიდებულების გარკვევა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულმა პირებმა.
კ ი თ ხ ვ ა რ ი
- სქესი:
- ასაკი:
- 18 წლამდე;
- 19–30 წელი;
- 31–45 წელი;
- 46–55 წელი;
- 56 წელი და მეტი.
- სარგებლობთ/ან გისარგებლიათ თუ არა სიცოცხლის დაზღვევის პოლისით?
- დიახ;
- არა, არ მომწონს შემოთავაზებული პირობები;
- არა, ფინანსური პრობლემების გამო (ძვირია);
- არა, არ ვენდობი სადაზღვევო კომპანიებს.
- გაქვთ თუ არა გაფორმებული სასესხო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება რომელიმე ბანკთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან?
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რომელიმე ბანკთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული გქონდათ/გაქვთ სასესხო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, ხელშეკრულება ითვალისწინებდა/ითვალისწინებს თუ არა ვალდებულებას თქვენს, როგორც მსესხებლის მიმართ სიცოცხლის დაზღვევის შესახებ?
- თქვენი აზრით, უნდა ითვალისწინებდეს თუ არა სასესხო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება აუცილებელ პირობად მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულებას?
- არა, რადგან კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობაში აღნიშნული შეთანხმების საგანს უნდა წარმოადგენდეს;
- არა, გამსესხებელი სესხის მიღების სანაცვლოდ არ უნდა მაიძულებდეს სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდას;
- დიახ, აღნიშნული მისაღებია რადგან ამ შემთხვევაში მეტი გარანატია იქმნება ჩემთვის, როგორც მსესხებლისთვის.
- რის მიხედვით უნდა მოხდეს სიცოცხლის დაზღვევისას სადაზღვევო შესატანის დაწესება?
თქვენი რეკომენდაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________