ელექტრონული ჟურნალი
"ქართველური მემკვიდრეობა"
წარმოადგენს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ყოველწლიური რეფერირებადი (რეცენზირებული) სამეცნიერო გამოცემის "ქართველური მემკვიდრეობა" (ISSN 1512-09-53) ელექტრონულ ასლს.
ჟურნალში ქვეყნდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმებზე ("ქუთაისური საუბრები") წაკითხული მოხსენებები და ქართველოლოგიური (ენათმეცნიერული, ლიტერატურათმცოდნეობითი, ფოლკლორული, ისტორიოგრაფიული, კულტუროლოგიური, ეთნოლოგიური...) გამოკვლევები; აგრეთვე ქართველოლოგიის ცენტრის თანამშრომელთა მიერ მოპოვებული დიალექტური ტექსტები.
ყურადღება!
მზადდება ჟურნალ "ქართველური მემკვიდრეობის" XXVI ნომერი.
დაინტერესებულ ავტორებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია.
ღია წვდომის ჟურნალი მკითხველთათვის.