ქოქიაური ლამარა

აკადემიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო


ეროვნული ინოვაციური სისტემის შექმნის მსოფლიო გამოცდილება - გაკვეთილები განვითრებადი ქვეყნებისათვის

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: შრომა ეძღვნება დღეისათვის აქტუალურ პრობლემას - ეროვნული ინოვაციური სისტემების თეორიების, არსის, შექმნის, ძირითადი მახასიათებლების, ფუნქციონირების ბლოკების კვლევას. სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე მსოფლიოში არსებული ეროვნული ინოვაციური განვითარების მოდელების: ევროატლანტიკური, აღმოსავლეთ აზიური, ალტერნატიული, სამმაგი სპირალის დახასიათება ცალკეული ქვეყნების მაგალითზე.

კვლევის მეთოდოლოგია: გამოყენებულია ანალიზისა და სინთეზის მეთოდი.

შედეგები და გამოყენება: განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ეროვნული ინოვაციური სისტემის კონცეფციის საყოველთაოდ მიღებული ცნების, განმარტების მიმოხილვას და მისი განზოგადების დასაბუთების აუცილობლებას ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ საქმიანობაში.

დასკვნა: სტატიაში მოცემულია ეროვნული ინოვაციური სისტემის ეკონომიკური არსის, სხვადასხვა ქვეყნებში მისი შექმნის, ფუნქციონირების დასაბუთება და ძირითადი მახასიათებლების და განვითარების ძირითადი მოდელების შესწავლის ბაზაზე მისი შექმნის აუცილებლობა საქართველოში. ეროვნული ინოვაციური სისტემის კონცეფციის შემუშავება კონკრეტულად საქართველოსათვის ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ კანონზომიერი და იმედის მომცემი.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული ინოვაციური სისტემა, ინსტიტუციონალური ასპექტი, კონცეფცია, ეკონომიკური ზრდის მოდელები, ცოდნის გენერირების ცენტრები, კრეატიული ბლოკი, ვენჩერული დაფინანსება, ინოვაციური ინფრასტრუქტურა, ევროატლანტიკური მოდელი, აღმოსავლეთაზიური მოდელი, ალტერნატიული მოდელი, სამმაგი სპირალის მოდელი.

სტატია