ხორგუაშვილი თეა

პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორი, საქართველო

ჩიტაძე ხალიანა

ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორი, საქართველო


ფინანსური ანალიზის მნიშვნელობა სასტუმრო ინდუსტრიაში.

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: საბაზრო ურთიერთობების დროს სასტუმროების შეუფერხებელი და წარმატებული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სასტუმროს მმართველმა იცოდეს არა მხოლოდ საკუთარი სასტუმროს, არამედ მისი პარტნიორი სასტუმროების ფინანსური მდგომარეობის შესახებ. იმასთან დაკავშირებით, რომ გამოიკვლიონ სასტუმროს მომავალი პარტნიორების ფინანსური მდგომარეობა, შეისწავლონ და გაანალიზონ ამ სასტუმროთა ფინანსური სტაბილურობა და გადახდისუნარიანობის შეფასება აუცილებელია ფინანსური ანალიზის და სასტუმროს შემოსავლების სტაბილურობის შეფასება. ფინანსური ანალიზის მონაცემები გამოიყენება ინფორმაციის მომხმარებელთა მიერ მთელი რიგი გადაწყვეტილებების მისაღებად. კვლევის მიზანია სასტუმროებში არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის შეფასება, არამედ მისი გაუმჯობესების გზების დადგენა და მომგებიანობის ამაღლების შესაძლებლობის შეფასება.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის დროს გამოყენებულია: აღრიცხვის, შედარებითი, აღწერილობითი და შეფასებითი მეთოდები. აგრეთვე შეგროვილ მონაცემთა სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია სასტუმრო ბიზნესში ფინანსურ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება. საბუღალტრო აღრიცხვა წარმოადგენს სასტუმროს საქმიანობისა და მისი ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, განზოგადების და წარდგენის საშუალებას და აფასებს წარსული განვითარების შედეგებს, დღევანდელი მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს. ამიტომ ფირმები თვალყურს უნდა ადევნებდნენ ფულადი სახსრების მოძრაობას და აწარმოებდნენ ამ მოძრაობის გამომწვევი ოპერაციების აღრიცხვას.

დასკვნა: კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სასტუმრო ბიზნესმა დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს თავისი სააღრიცხვო პოლიტიკა, თავისი საქმიანობის ბუღალტრული ცხოვრება. სააღრიცხვო პოლიტიკის დამოუკიდებლად შემუშავების დროს აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლების დაცვა. აღნიშნული მახასიათებლები ასახულ ინფორმაციას გადააქცევს მომხმარებლისათვის სასარგებლო ინფორმაციად, რომელიც უტყუარობით და სამართლიანობით მათ ინტერესებს დააკმაყოფილებს. ამიტომ ფინანსური ანალიზი სასტუმრო ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საკვანძო სიტყვები: ფინანსური ანალიზი სასტუმროში, ფინანსური სტაბილურობა, მომგებიანობა, ფინანსური პროგნოზირება

სტატია