მიქაბაძე სოფიკო

პედაგოგი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


შრომით პერსონალთან მუშაობის ტექნოლოგიები ენერგეტიკაში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, იგი გამოირჩევა განსაკუთრებული სპეციფიკურობით, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვას.

თანამედროვე პირობებში შრომითი რესურსების სისტემური ორგანიზაცია საწარმოო პროცესში ორგანულად ჩართულ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყოფილი პრიორიტეტული ამოცანები შესაძლოა უბრალოდ დეკლარირებული სურვილი აღმოჩნდეს. აღნიშნული თემის კვლევის მთავარი მიზანია საქართველოს ელექტროენერგეტიკის სფეროში ადამიანური რესურსების მართვის პრობლემის შესწავლა და ეფექტური მართვის მოდელის შემუშავება.

კვლევის მეთოდოლოგია: ადამიანური რესურსების მართვის პრობლემის შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევებს. არსებული და პოტენციური პრობლემის დროულად გამოვლენისათვის აუცილებელია შრომით პერსონალთან გასაუბრება, დაკვირვება მათ საქმიანობაზე, საიდანაც ნათლად პრობლემის არსი. სტატიაში განხილულია ისეთი უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური მეთოდები როგორიცაა: რეგულირებადი საკადრო აუდიტი, მმართველობითი გუნდის ჩამოყალიბება, კვალიფიციური პერსონალის შერჩევა, რომელიც გამოიყენება ენერგეტიკული საწარმოების ფუნქციონირების სხვდასხვა ეტაპზე.

შედეგები და გამოყენება: თანამედროვე პირობებში შრომითი რესურსების სისტემური ორგანიზაცია საწარმოო პროცესში ორგანულად ჩართულ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყოფილი პრიორიტეტული ამოცანები შესაძლოა უბრალოდ დეკლარირებული სურვილი აღმოჩნდეს. მმართველობითი საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებლად, საჭიროა მენეჯერებსა და სპეციალისტებს შორის ცოდნის გაცვლის კომპიუტერული და შიდა არაფორმალური კომუნიკაციების არსებობა. ცოდნის მართვის სისტემის დანერგვა თანამშრომლების პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა. იგი საშუალებას იძლევა უკეთ მოხდეს პროფესიული საქმიანობის რეფლექსირება და ამ გზით მოიძებნოს შესაძლებლობები მისი სრულყოფისათვის.

დასკვნა: პერსონალის შერჩევისა და დაქირავების პროცესი განიხილება როგორც ადამიანური რესურსების სამსახურის ფუნქცია, მაგრამ ამ პროცესს ეფექტიანად და შედეგიანად ჩატარება მოითხოვს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მონაწილეობას, რომლისთვისაც ხდება პერსონალის შერჩევა. ამავდროულად ამ ხელმძღვანელებს კარგად უნდა ესმოდეს შერჩევის მნიშვნელობა და უნდა შეეძლოთ გამოყენებული შერჩევის პროცესის ტექნოლოგიების ეფექტურობის შეფასება. შერჩევის სამართლიანი, ღია და მისაღები პროცედურა წარმოადგენს კომპანიის სავიზიტო ბარათს.

პერსონალის შერჩევა არის პროცესი, რომელსაც საწარმო ახორციელებს იმ ადამიანთა რესურსების მოსაზიდად, რომელთაც გააჩნიათ კომპანიის მიზნების მისაღწევად საჭირო უნარები, ცოდნა და კვალიფიკაცია. ამ პროცესის დროს კომპანია ახდენს მოზიდული დაინტერესებული პოტენციური კანდიდატებიდან იმ პირების გამოვლენას, რომლებიც ვაკანტური ადგილის მოთხოვნებს და კრიტერიუმებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებენ.

პერსონალის შერჩევა არ უნდა იყოს ადამიანთა რესურსების მართვის სისტემაში იზოლირებული პროცესი, ის უნდა იყოს შერწყმული პერსონალის მართვის სხვა ასპექტებთან და წარმოადგენდეს ერთ მთლიან კარგად ორგანიზებულ სისტემას, რომელიც ფუნქციონირებაც საწარმოს მთლიან მიზანს ემსახურება.

საკვანძო სიტყვები: ადამიანური რესურსები, აუდიტი, გუნდი, მოტივაცია

სტატია