ხიდაშელი მირზა

ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ნაწილობრივი დარეზერვების სისტემის ფუნდამენტური პრობლემები

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: ფინანსები, ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. მისი წარმოშობა და განვითარება შრომის დანაწილების პარალელურად ხდებოდა. საზოგადოების განვითარების პრიმიტიულ ეტაპზე ადამიანს არ ჰქონდა ფინანსური განათლების აუცილებელი საჭიროება, თუმცა განვითარების მიმდინარე ეტაპისათვის ფინანსური განათლება პირდაპირ კავშირშია მატერიალურ წარმატებასთან. ფინანსური განათლების დაბალი დონე ქმნის და ასაზრდოებს საფინანსო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და შეცდომებს, რომელიც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ფულისა და კრედიტის თეორიაში არსებული შეცდომები ქმნიან დიდი დეპრესიისა და მსოფლიო ომების მასშტაბის საკაცობრიო პრობლემებს. ფულისა და კრედიტის შემდეგ, ბანკები განეკუთვნებიან კაცობრიობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციურ ქმნილებას.

კვლევის მიზანია ფულისა და კრედიტის თეორიაში არსებული უმნიშვნელოვანესი ხარვეზების წარმოჩენა. თეორიული კვლევის, მიღმა ნაშრომში წარმოდგენილია, ნაწილობრივი დარეზერვების საბანკო პრაქტიკის სამართლებრივი და ისტორიული ასპექტები. ნაშრომში ასახულია, რომაული სამართლებრივი სისტემიდან დღემდე, თუ როგორ უარესდებოდა საკრედიტო და სადეპოზიტო ურთიერთობებს შორის არსებული განსხვავებების გამმიჯვნელი სამართლებრივი ნორმები.

კვლევის მეთოდოლოგია: პრაქსეოლოგია.

შედეგები და გამოყენება: რომაული სამართალი ნათლად მკაფიოდ ამბობდა, რომ ატიპური დეპოზიტი არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც კრედიტი. 1927 წლის 12 ივნისს პარიზის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბანკირი, რომელმაც კლიენტთან შეუთანხმებლად განკარგა ამ უკანასკნელის სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხები. ძველი რომიდან მეოცე საუკუნის შუახანებამდე, კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემა მიჯნავდა ატიპურ სადეპოზიტო შეთანხმებას საკრედიტო შეთანხმებისგან. თეორიული თვალსაზრისით არსებული განსხვავებების გამო შეუძლებელია ატიპური დეპოზიტისა და საკრედიტო შეთანხმების უფლებრივი გათანაბრება ერთმანეთთან. კრედიტის შემთხვევაში საქმე გვაქვს, საკუთრების უფლების დროებით ცვლილებასთან, მაშინ როცა ატიპური სადეპოზიტო შეთანხმების დროს საუბარია საკუთრების სხვა პირისათვის მიბირებაზე მისი უსაფრთხოების მიზნით და ისე, რომ არ შეუზღუდოს კლიენტის მხრიდან საკუთრების ფლობისა და განკარგვის უფლება.

დასკვნა: ნაწილობრივი დარეზერვების სისტემის ლეგიტიმაცია განხორციელდა პოსტ-ფატქუმ, მაგრამ საბანკო პრაქტიკის სახით იგი მანამდეც არსებობდა. ბანკები არღვევდნენ ატიპური სადეპოზიტო შეთანხმების პირობებს და მოგების მიღების მიზნით განკარგავდნენ კლიენტთა პერმანენტულ საკუთრებაში არსებულ დეპოზიტებს. აღსანიშნავია, რომ ამ პრაქტიკას ჰქონდა ინდივიდუალური სახე ცალკეული ბანკების მხრიდან და არ ატარებდა სისტემურ ხასიათს, შესაბამისად საბანკო პანიკებიც ატარებდნენ ლოკალურ, კონკრეტული ბანკის მასშტაბის პრობლემის სახეს და არა სისტემურ ხასიათს. ნაწილობრივი დარეზერვების ლეგალიზაციის შემდეგ, პრობლემა მიიღო სისტემური ხასიათი.

საკვანძო სიტყვები: კრედიტი, დეპოზიტი, ნაწილობრივი დარეზერვების სისტემა

სტატია