ჟორჟოლიანი თინათინი

დოქტორანტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო


უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გავლენა სამშენებლო ბიზნესზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაგალითზე

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც თანდათან გლობალიზაციის შედეგებს უფრო მეტად განიცდის, მნიშვნელოვანია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების როლი და მნიშვნელობა. უპი არის კაპიტალის, ტექნოლოგიის, ადამიანური რესურსების ნაკადები ერთი ქვეყნიდან მეორეში. მრავალ ქვეყანაში ეროვნული პოლიტიკა და საერთაშორისო სამრეწველო მიღწევები თამაშობს მნიშველოვან როლს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაში. ინვესტიციები, როგორც ეკონომიკური კატეგორია, წინასწარ განსაზღვრავენ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ამაღლებენ მის საწარმოო პოტენციალს და ასრულებს მთელ რიგ მნიშვნელოვან ფუნქციებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკურ ლიტერატურაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციები განიხილება, როგორც ღია და წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ფუნდამენტური ნაწილი და მისი განვითარების ძირითადი მექანიზმი.

მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს მასპინძელ ქვეყანაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინების შედეგად სამშენებლო ბიზნესის ზრდაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორების იდენტიფიცირების თეორიული მიმოხილვა და ამ მიმართულებით პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციების შემუშავება. ნაშრომში განხილულია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები და მნიშვნელობა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, განსაზღვრულია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ემპირიული მტკიცებულება და მნიშვნელობა, აგრეთვე ყურადრება ეთმობა მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკის იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთაც ადგილი აქვს უპი შემოდინებით. ნაშრომში წარმოდგენილია საინვესტიციო გარემო, საინვესტიციო კლიმატის მნიშვნელობა და თავისებურებები, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ზეგავლენა აჭარის ავტონომიურ რესპუბიკის სამშენებლო ბიზნესის ზრდაზე, უპი გავლენის ეფექტიანობის საკითხები მასპინძელი ქვეყნის ადგილობრივ კომპანიებში, სადაც წარმოდგენილია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დადებითი ეფექტის შემდეგი სახეები: რესურსების ტრანსფერის ეფექტი, კონკურენციისა და ეკონომიკის ზრდის ეფექტი, დასაქმების ეფექტი, ინოვაციის პროცესი და პროდუქტიულობა. ნაშრომში განვიხილავთAკვლევის მეთოდოლოგიას, დიზაინს; კვლევაში მონაწილე სუბიექტებს. სამშენებლო ბიზნესის სუსტი მხარეებისა და შესაძლებლობების დადგენის მიზნით ნაშრომში შესწავლილია სამშენებლო სექტორის არსებული მდგომარეობა. ასევე განხილულია რეგიონის სამშენებლო ბიზნესში არსებული ადგილობრივი კომპანიების მოლოდინები უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ნაკადების მიმართ. მოლოდინის მონაცემები შეგროვდა გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით. ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე ნაშრომში ჩამოვაყალიბეთ ჰიპოთეზები, რომელთა მიზანი კვლევაში დასმული ამოცანის “უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ნაკადების გავლენა სამშენებლო ბიზნესზე” შესწავლის ავთენტურობის შემოწმებაა.

ნაშრომში გამოყენებული ცალკეული თეორიული მოდელები ხაზს უსვამენ რეციპიენტ ქვეყნებისათვის უპი-ების დადებით ზეგავლენას სამშენებლო ბიზნესის ზრდაზე (მაგალითად: მწარმოებლურობის ზრდა, ტექნოლოგიების გადაცემა, ახალი პროცესების დანერგვა, მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება, “ნოუ-ჰაუს” ხელმისაწვდომობა, დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ). ყველა აღნიშნული ფაქტორი მთლიანობაში დადებითად ზემოქმედებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მოდერნიზაციასა და ხელს უწყობს რეგიონში სამშენებლო ბიზნესის ზრდას.

კვლევის მეთოდოლოგია: .

შედეგები და გამოყენება: .

დასკვნა: .

საკვანძო სიტყვები: უცხოური პირდაპირი ინვესტიციები (FDI), რესურსების ნაკადების ეფექტი, დასაქმება, კონკურენცია, ინოვაცია

სტატია