ღავთაძე გიორგი

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

შავიანიძე დავითი

ასოცირებული პროფესორი, ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ქართველთა სათემო-საოჯახო ყოფის ეკონომიკური საფუძვლები და შინაარსი (სვანეთის ახალი ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: თითოეული ერის ყოფა ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოს შესაბამის, ეთნოფსიქოლოგიით შეპირობებულ, თაობებს გადაცემული ტრადიციების, მატერიალური და სულიერი კულტურის, მეურნეობა-საქმიანობის სინთეზს ასახავს. ქართველთა ყოფა-ცხოვრებასა და კულტურაზეც აისახებოდა და აისახება ბუნებრივი, თავსმოხვეული, თუ ნებით მიღებული პოლიტ¬იკურ-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული გავლენა-ფაქტორებით მიღებული შედეგები. სვანეთის ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს მოძიებული ეთნოგრაფიული მასალებზე დაკვირვებამ საშუალება მოგვცა ვიმსჯელოთ ხშირად შეუსაბამოდ დაგეგმილ საზოგადოებრივ-სამეურნეო საქმიანობაზე, იდეოლოგიაზე, დაუსრულებელ გარდამავალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ზოგჯერ ქაოტური პროცესების შედეგად მიღებულ მდგომარეობაზე.

კვლევის მეთოდოლოგია: კომპლექსურ-ინტენსიური, აღწერილობითი და შედარებითი ანალიზის მეთოდები

შედეგები და გამოყენება: სვანეთის ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს მოძიებული მასალებზე დაკვირვებამ საშუალება მოგვცა ვიმსჯელოთ:

ა. ხშირად შეუსაბამოდ დაგეგმილ საზოგადოებრივ-სამეურნეო საქმიანობით, იდეოლოგიით, დაუსრულებელი, გარდამავალი პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ზოგჯერ ქაოტური პროცესების შედეგად მიღებულ მდგომარეობაზე;

ბ. აგროკომპლექსის შესაბამისად განვითარებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სოფლის მეურნეობის ნატურალური მეურნეობის პრინციპით ფუნქციონირების, გლეხისგან მეურნეობის გაძღოლის ახალ-ახალი ჩვევების მიღების შესახებ;

გ. „სათემო-საოჯახო ყოფაზე“, რაშიც იგულისხმება: ოჯახის და ინდივიდის შესაძლებლობები და გარემო პირობებით განპირობებული სამომხმარებლო სფერო; სვანი კაცისგან აგრარულ სექტორში, სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა დარგში ნამზადის ათვისება-გაყიდვადობით მიღწეული მეტ-ნაკლები ეკონომიკური სტაბილურობა; წარმოებული სიკეთის და არსებული რესურსების ოპტიმალური და სამართლიანი ლიდერისაგან განაწილების და ლიდერ-გამნაწილებლის ფუნქცია;

დ. მყარ ერთობაზე, თემის სიძლიერეზე, მდგრად ტრად¬იციებზე, გამოცდილებასა და ნებაყოფლობითობაზე დაფუძნებულ სინერგიულ ეფექტზე; ისტორიულად ჩამოყალიბებულ ცნობიერებას ჩანაცვლებული იდეოლოგიური ზეწოლის გავლენასა და ინდივიდის დღევანდელ, აპრიორზე დაფუძნებულ, კერძო მისწრაფებებზე და პრაგმატულ გათვლებზე;

ე. ნივთობრივი, მატერიალურ-ფულადი, შრომამიგებითი, ან მომსახურების სხვა რაიმე ფორმაში გამოვლენილი ადამიანთა ჯგუფის კოლექტიური მოთხოვნების დაკმაყოფილების ტრადიციად ქცეულ, ურთიერთდახმარებაზე; ე.წ. „საჯარო“ და „კერძო“ ფინანსებზე;

ვ. მრავალი წლის მანძილზე ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული მოვლენების ფონზე ქართველური ცხოვრების ტრადიციული წესების გათვალისწინებასა და მის თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოყვენის აუცილებლობაზე.

დასკვნა: ტრადიციებზე, შესაბამის ქმედება-ურთიერთობებზე დაფუძვნებული ცხოვრება ქართული ოჯახის, თუ თემის ეკონომიკური აზროვნების ხერხემალი იყო. ქვეყანაში მრავალი ათეული წლის მანძილზე მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური პროცესების შდეგად კი მივიღეთ ახალი რეალობა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს თითოეული ადამიანის ცნობიერებაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე, ცხოვრების წესზე და ა.შ. ჩვენ მიზანს არ წარმოადგენს მოცემული კვლევის ფარგლებში არსებული ვითარების ცვლილებასა და გამოკვეთილ ტენდენციებზე შეწინააღმდეგება. თუმცა, ისტორიულად ფორმირებული ცხოვრების წესების სათანადო გამოყენება, გათვალისწინება და თანამედროვეობასთან მისადაგება, ცალკეული ინდივიდის თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მეტი წარმატების საფუძველი შეიძლბა გახდეს. ანუ, საუბარია არა არსებული ეკონომიკური გარემოს სისტემურ ტრანსფორმაციაზე, არამედ უკეთესი ეკონომიკური შედეგისა და სოციალური ეფექტის მიღების მიზნით მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებისა და გადაწყვეტილებების ერისთვის იმანენტურად დამახასიათებელი წესებთან შესაძლო ინტეგრირებაზე.

საკვანძო სიტყვები: სათემო-საოჯახო პოლიტიკა, შექმნილი დოვლათის ოპტიმალური და სამართლიანი განაწილება, შინამეურნეობის მართვა.

სტატია