გულეიშვილი ნინო

წარმომადგენელი იმერეთში, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ქუთაისი, საქართველო

კენჭოშვილი გაგა

უფროსი თანაშემწე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ქუთაისი, საქართველო


ელექტროენერგიის მომხმარებელთა სამართლებრივი მდგომარეობა და მათი დაცვის მექანიზმები საქართველოში

(სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)


შესავალი და მიზანი: მომხმარებელთა სფერო იმდენად ფართოა, რომ ყოველდღიურად თითოეული ადამიანი სხვადასხვა პროდუქტის მომხმარებელი ხდება. XXI საუკუნეში ელექტროენერგია თითოეული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნულ სფეროში, საქართველოში სრულყოფილი საკანონმდებლო ცნებები და კვლევები არ არსებობს, ამიტომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები თუ მარეგულირებელი და უფლებადაცვითი ინსტიტუტების გაუმჯობესება და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან დაახლოვება, რასაც აღნიშნული ნაშრომი ემსახურება.

კვლევის მეთოდოლოგია: საქართველოს ელექტროენერგიის შიდა ბაზარი მონოპოლიურია. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად აფერხებს მომხმარებლის უფლებების, განსაკუთრებით არჩევანის უფლების რეალიზებას. პრობლემის თვალსაჩინოებისათვის, ჩვენ განვიხილეთს სხვადასხვა ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, რისთვისაც გამოვიყენეთ შედარებისა და შეფასების მეთოდი.

შედეგები და გამოყენება: ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი თანმდევი დირექტივები, საქართველოს ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს სავალდებულო მოთხოვნებს უყენებს, რაც სავალდებულოა შესასრულებლად და შესაბამისად, ამ ნაშრომში ჩვენ წარმოვადგინეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ევროპის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან დაახლოვების შესაძლო პერსპექტივები.

დასკვნა: ნაშრომი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მცდელობას განხორციელდეს მომხმარებელთა სახეებისა და მათი უფლებების სისტემატიზაცია, დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და სამართლებრივი რეგულირების საკითხების ერთიანობაში თავმოყრა და განხილვა, რაც შესაძლებლობას მისცემს ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს მიიღონ ქვეყანაში არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია და გაეცნონ უცხო ქვეყნების გამოცდილებას.

საკვანძო სიტყვები: ელექტროენერგიის მომხარებელთა უფლებები, უფლება, დაცვა, ელექტროენერგია, საქართველოს დაცვის მექანიზმები

სტატია