გრიგოლაშვილი თეონა

ასისტენტ-პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის დეპარტამენტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


არატრადიციული ფულად საკრედიტო პოლიტიკის ნეგატიური შეფასებებისათვის

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ცენტრალური ბანკები ატარებდნენ ტრადიციულ მონეტარულ პოლიტიკასთან უარყოფით კორელაციაში მყოფ არატრადიციულ, ხისტ ფულად–საკრედიტო პოლიტიკას, რომლის დახმარებითაც ცდილობდნენ კრიზისის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგები თავიდან აეცილებინათ.

კვლევის მეთოდოლოგია: სტატიაზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა ანალიზური კვლევის მეთოდი.

შედეგები და გამოყენება: ავსტრიული სკოლის წარმომადგენლები, რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსები არიან. ისინი ნეგატიურად აფასებენ აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გატარებულ არატრადიციულ ფულად საკრედიტო პოლიტიკას და თვლიან, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკა უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად განახორციელა და არა როგორც, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, როგორც ეს დაანონსებული იყო.

დასკვნა: ავსტრიული სკოლის წარმომადგენლების აზრით, ცენტრალურ ბანკებს აუცილებელია შეზღუდვა დაუწესდეთ მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ნომინალურზე დაბლა დაწევაზე. მათი აზრით თუ ცენტრალური ბანკი გააგრძელებს აქტივების ფასის ხელოვნურ ზრდას, შედეგად ეკონომიკური ზრდის შემცირებას მივიღებთ.

საკვანძო სიტყვები: არატრადიციული ფულად საკრედიტო პოლიტიკა, ავსტიული ეკონომიკური სკოლა, ცენტრალური ბანკი, საპროცენტო განაკვეთი

სტატია