ქინქლაძე რუსუდანი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

ყურაშვილი გუგული

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო


ტერიტორიულ რეკრეაციული უთანაბრობის შეფასების მეთოდები

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: რეკრეაციული და ტურისტული საქმინობის სფეროში ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის მეცნიერული დასაბუთების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ტერიტორიულ-რეკრეაციული უთანაბრობის ანალიზი. თანამედროვე სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ ლიტერატურაში არც ისე დიდი ყურადღებაა დათმობილი რეგიონის სანატორიულ-საკურორტო და ტურისტულ საქმიანობაში როგორც ტურისტულ-რეკრეაციული კომპლექსის ფუნქციონირების, ისე ტერიტორიულ რეკრეაციული უთანაბრობის ფორმირების გეოგრაფიული სფეციფიკის შემეცნების პრობლემისადმი. მოცემული პრობლემტიკა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, როცა შეინიშნება არსებითი უთნაბრობა რეკრეაციულ რეგიონებს შორის რესურსების პოტენციალის მოცულობისა და ხარისხის, რეკრეაციული საქმიანობის ინტენსიურად განხორციელების, რეკრეაციული რესურსის ათვისების ხარისხის და სხვ. მიხედვით. შექმნილი სიტუაცია მოითხოვს რეგიონის ტურისტულ-რეკრეციული სფეროს ფუნქციონალურ და ტერიტორიულ სტრუქტურაში შექმნილი რეგიონული პრობლემის სიღრმისა და ფაქტორების შეფასების აუცილებლობას მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი რეფორმების დასაბუთებისათვის. ტერიტორიულ-რეკრეაციული უთანაბრობა წარმოადგენს დარგობრივი სფეციფიკით განპირობებული საერთო ტერიტორიული უთნაბრობის რეგიონულ სახესხვაობას. მოცემულ მომენტში, არ არსებობს ტერიტორიულ-რეკრეაციული უთანაბრობის დიაგნოსტიკის სრულყოფილი და მწყობრი სისტემა. შესაბამისად, აუცილებელია მოცემული პრობლემის შესწავლისათვის უთანაბრობის კლასიკური საზომი მაჩვენებლების გამოყენების უცილებლობის ანალიზი.

კვლევის მეთოდოლოგია: წარმოდგენილ სტატიაში განხილულია უთანაბრობის ანალიზისათვის მეტნაკლებად გავრცელებული ტარდიციული მაჩვენებლები, როგორიცაა ლორენცოს მრუდი, ჯინის კოეფიციენტი, რეილისა და ატკინსონის ინდექსები და ვარიაციის კოეფიციენტი.

შედეგები და გამოყენება: დასაბუთებულია ტერიტორიულ რეკრეაციული უთნაბრობის შესწავლისთვის მათი, როგორც რაოდენობრივი შეფასების საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა.

დასკვნა: ტერიტორიულ-რეკრეაციული უთანაბრობის შესწავლისათვის ლორენცოს მრუდის, ჯინის კოეფიციენტის, რეილისა და ატკინსონის ინდექდებისა და ვარიაციის კოეფიციენტის, როგორც რაოდენობრივი შეფასების საშუალებების გამოყენება შესაძლებელია.

საკვანძო სიტყვები: ტერიტორიულ-რეკრეაციული უთანაბრობა, ლორენცოს მრუდი, ჯინის კოეფიციენტი, ტეილის ინდექსი, ატკინსონის ინდექსი, ვარიაციის კოეფიციენტი.

სტატია