შენგელია ნანა

ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ახალი ტექნოლოგიები საინფორმაციო სივრცეში და მოქალაქე ჟურნალისტის ჩართულობა

(საზოგადოებასთან ურთიერთობა და მასობრივ-კომუნიკაციური პროცესები)


შესავალი და მიზანი: მაშინ, როცა საუბარია ქართველ მოსახლეობას შორის დემოკრატიული ღირებულებების და ფასეულობების დანერგვის შესახებ, საზოგადოების განათლების და განვითარების ხარისხის ამაღლებაზე, პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაციასა და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკური წინსვლისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლებაზე, უმნიშვნელოვანესია თითოეული ქართველის, თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ამ მეტად უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

ეჭვგარეშეა, რომ ეს მარტივი პროცესი სულაც არ არის. თუმცა, როგორც თითოეული ადამიანი, ასევე სახელწიფო პოლიტიკა, მიზანმიმართული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საფუძველზე მიიღებენ სასურველ შედეგს. საზოგადოების განათლება, განვითარება გულისხმობს სწორედ ამ საზოგადოების მზაობას ქვეყნისთვის საჭირბოროტო და უმნივნელოვანეს პროცესებში, აქტიურ ჩართულობას, ამ პროცესების შესახებ გარკვეული ცოდნის შეძენას და დაგროვებას. მედიასაშუალებების როლი ამ პროცესებში უადაოდ დიდია.

ტექნიკური პროგრესი დღითიდღე დამატებით შესაძლებლობებს გავაძლევს, რომელთა იგნორი უბრალოდ შექმნის საზოგადოების სტაგნაციის სურათს. ტრადიციული მედიასაშუალებების პარალელურად, დღეს საზოგადებისთვის ინფორმაციის მიწოდების უმნიშვენლოვანესი ფორმა ინტერნეტრესურსებით ინფორმაციიის გავრცელება და მიღებაა, სადაც უმეტეს შემთხვევებში სწორედ საზოგადოებაა ამ ინფორმაციის გავრცელების უშუალო მონაწილე, შემფასებელი და რაც ყველაზემნიშვნელოვანია გამავრცელებელიც. ამ მხრივ მსგავსი ინფორმაცია თავისუფალია ყოველგვარი ცენზურისაგან, შეზღუდვისა და სარედაქციო ჩარჩოებში მოქცევისაგან.

კვლევამ ცხადყო, რომ სწორედ საზოგადოება ხდება განმსაზღვრელი რატომ ხდება ესა თუ ის ინფორმაცია მნიშვნელოვანი, აქტუალური, საჭირო ან თუნდაც გამოხატავენ კრიტიკულ, უარყოფით დამოკიდებულებას, იქვე ფიქსირდება საზოგადოების დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულება. და სწორედ ეს გვაძლევს ნათელ სურათს იმისა, თუ როგორია საზოგადოების მზაობა ამა თუ იმ საკითხის თუ პრობლემის მიმართ. გამოკითხულთა 75 % მიიჩნევს, რომ თანამედროვე ცხოვრების პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სფეროების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჩართულობა და პოზიციების ღია გამოხატულებაა.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის დროს გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდები: ჯგუფური ინტერვიუ, ანკეტირება, ჩართული დაკვირვება, სტრუქტურიზებული ინტერვიუ და კონტენტ–ანალიზი.

შედეგები და გამოყენება: კვლევამ აჩვენა, რომახალგაზრდების (ასაკი15-23; იგულისხმებიან დამამთავრებელი კლასების მოსწავლეეები და სტუდენტები), პროცესის უშუალო მონაწილეების ინლაინურთიერთობები ინფორმაციის გავრცელებაში ერთ-ერთი დადებითი სტიმულატორია. ეს შედეგი შეიძლება მივიჩნიოთ დამატებით, მაგრამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების გაუმჯობესების მიზნით.

დასკვნა: კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების, ცნობადი სახეების თუ ინსტიტუციების პირადი პროფილები სოციალურ ქსელებში თუ დაწესებულებების ოფიციალური გვერდები ვერ იძლევიან ამომწურავ ინფორმაციას. მათი უმეტესობა, ძირითადად, მშრალი და შაბლონურია. ნაკლებია ონლაინ კონსულტაციების თუ გასაუბრებების შესაძლებლობა. ამის საპასუხოდ ძალიან აქტიური „ონლაინმსჯელობები“ მიმდინარეობსსოციალურ ქსელებსა თუ „ფორუმებზე“. ეს მიანიშნებს ინფორმაციის მიღების მოთხოვნილებაზე.საზოგადოების ჩართულობა მოქალაქე ჟურნალისტის როლს და ფუქნციას ზრდის. ეს კი ინფორმაციიის შეუზღუდავად და თავისუფლად გავრცელების განმაპირობებელია.

ოფიციალური სტრუქტურების თუ პირების მხრიდან, მაქსიმალური ჩართულობის შედეგის მისაღებად საჭირო და მიზანშეწონილია სოციალური ქსელების თუ ფორუმების მიონააწილეებთან დინამიური კომუნიკაცია, მათი მაქსიმალური ინფორმირება.

საკვანძო სიტყვები: ინტერნეტრესურსი, ონლაინურთიერთობა, ინფორმაციულობა, თანამედროვე ტექნოლოგიები, მოქალაქე ჟურნალისტი

სტატია