ცეცხლაძე ლეილა

ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო


ხარისხის მენეჯმენტის სრულყოფის საკითხები თანამედროვე კომპანიებში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: ხარისხზე ყურადღების გამახვილება უკავშირდება კაცობრიობის ისტორიაში ადამიანთა შრომითი საქმიანობის დასაწყისს. მისი მართვის ფორმები და ხერხები ათასწლეულების განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა და განიცდიდა სრულყოფას.

თანამედროვე პირობებში პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი ხდება კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს საწარმოს კონკურენტუნარიანობას, ეს კი შესაბამისად დადებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე ზოგადად. ამდენად, ხარისხის მართვა წარმოადგენს არა მხოლოდ ცალკეულ მეწარმეთა კერძო პრობლემას, არამედ თანკვეთაშია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლების საერთო ეროვნულ პრობლემასთან.

კვლევის მეთოდოლოგია: ნაშრომის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ხარისხის მენეჯმენტთან დაკავშირებით არსებული თნამედროვე შრომები. დასმული ამოცანის გადასაჭრელად გამოყენებულ იქნა აბსტრაქტულ-ლოგიკური, ანალიტიკური, ექსპერტული მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: ხარისხის მენეჯმენტი წარმოადგენს ორგანიზაციის მენეჯმენტის ნაწილს, ამიტომ ხარისხის მართვის სისტემას უწოდებენ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას, რომელიც ზეგავლენას ახდენს პროდუქციისა და პერსონალის საქმიანობის ხარისხზე. კომპანიის ხელმძღვანელობის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ცვლილებების დანერგვის აუცილებლობის გაცნობიერება, დანერგვის მექანიზმის შემუშავება და მათი დაყვანა თითოეულ მუშაკამდე.

დასკვნა: თანამედროვე ქართულ კომპანიებში მნიშვნელოვანია ხარისხის მენეჯმენტის ისეთი ელემენტების დანერგვა-სრულყოფა, როგორიცაა: ხარისხის პოლიტიკა, დაგეგმვის სისტემა, კონტროლის სისტემა, მომხმარებელთა კმაყოფილების მონიტორინგის სისტემა, ხელმძღვანელობის მხრიდან ანალიზის სისტემა, გარე მომწოდებელთა მართვის სისტემა, ხარისხის უწყვეტი ამაღლების სისტემა და ა.შ.

საკვანძო სიტყვები: ხარისხის მენეჯმენტი, პროდუქციის ხარისხი, კონკურენტუნარიანობა, სისტემური მიდგომა

სტატია