გველესიანი ელისო

ასოცირებული პროფესორი, ტურიზმისა და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ტურისტული საქმიანობის გლობალური და ლოკალური ხასიათის ეკონომიკური შედეგები

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: ტურიზმის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ისტორიულად ყველაზე კარგად შესწავლილ და გამოკვლეულ საკითხთა რიგს მიეკუთვნება. ტურიზმის განვითარების ეკონომიკური შედეგები მჭიდრო კავშირში იმყოფება ისეთ ასპექტებთან, როგორიცაა ტურიზმის გავლენა რეგიონულ განვითარებაზე, ქვეყნის პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაზე, გარემოს დაცვაზე და ა.შ. ტურიზმის ეკონომიკური შედეგების გამოყოფა აღნიშნული ასპექტებიდან არ არის ადვილი. საკითხის შესწავლის გაიოლების მიზნით ამ სტატიაში განვიხილავთ ეკონომიკურ შედეგებს ცალკე, სხვა ფაქტორებიდან დამოუკიდებლად.

კვლევის მეთოდოლოგია: ნაშრომის თემატიკიდან გამომდინარე, გაანალიზებულია ძირითადი ტურიზმის პოლიტიკის ამსახველი მაჩვენებლები, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციულ ბაზას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად, გამოვიყენეთ აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და სტატისტიკური მონაცემები, მიდგომები და მეთოდოლოგია.

შედეგები და გამოყენება: ამ მოდელის მიხედვით, დადებით ეკონომიკურ შედეგებს მიეკუთვნება: ტურიზმის როლი ქვეყნის რეგიონულ განვითარებაში ; ტურიზმის წვლილი ქვეყნის სავალუტო შემოსავლებში; ტურიზმის წვლილი ქვეყნის სახელმწიფო შემოსავლებში; სამუშაო ადგილების შექმნა.

დასკვნა: რაც შეეხება ტურიზმის გავლენის ძალას საქართველოს ეკონომიკაზე მომავალში, შეიძლება ითქვას, რომ ხელმისაწვდომობა, ვალუტის კურსის შედარებითი სტაბილურობა, ტურისტული პოტენციალის ათვისების ხარისხი და ინფრასტრუქტურის განვითარების დონე _ ის საკვანძო ფაქტორებია, რომლებიც უნდა მოექცეს ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოების ყურადღების ქვეშ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ტურიზმის ეკონომიკური გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაზე.

საკვანძო სიტყვები: ტურისტული პოტენციალი, კონომიკური პოლიტიკა, რეგიონული პოლიტიკა, სახელმწიფო შემოსავლები, სამუშაო ადგილები

სტატია