ქარქაშაძე ნარგიზა

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

ქიქოძე ნუნუ

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


სამომხმარებლო ბაზარი და მომხმარებლების ხარჯების დინამიკის ანალიზი

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმა ქვეყანაში ეკონომიკური დისბალანსის ლიკვიდაციისკენაა მიმართული. უკანასკნელ წლებში საქართველომ მიაღწია არსებით წარმატებებს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების გატარებაში. მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგანაც მოხმარებლის მოთხოვნილებები დღითიდღე იცვლება, ამიტომ აუცილებელია კომპანიებმა სრულად შეისწავლონ სამომხმარებლო ბაზარი და მომხმარებელს შესთავაზონ ის პროდუქცია, რომელზეც მოთხოვნაა. აღნიშნული თემის კვლევის მთავარი მიზანია საქართველოს სამომხმარებლო ბაზრების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა, მათი პრობლემები და განვითარების პერსპექტივები.

კვლევის მეთოდოლოგია: სამომხმარებლო ბაზრების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევებს, რომლებიც სამომხმარებლო ბაზარზე არსებული და პოტენციური პრობლემების დროულად გამოვლენისა და მათ აღმოსაფხვრელად ადეკვატური ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულის თვალსაზრისით, რეგულირებისა და მართვის მეთოდებში გამოვყოფდით კაბინეტურ კვლევას და საველე კვლევას, საიდანაც ნათლად ჩანს სამომხმარებლო ბაზრის ზრდის დინამიკა და მომხმარებელთა დამოკიდებულება სამომხმარებლო ბაზრისადმი.

შედეგები და გამოყენება: ქართული სამომხმარებლო ბაზარი მესამე სამყაროს ერთ-ერთ ნაგავსაყრელადაა ქცეული, არაერთხელ გვისაუბრია პროდუქტების ვარგისიანობასა და სიჯანსაღეზე. თუმცა, ამჯერად მეტად მტკივნეულ საკითხს განვიხილავთ. ვინაიდან ეს ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობასა და ბავშვების უსაფრთხოებას ეხება. როგორც აღმოჩნდა, ქართული ბაზარი ვადაგასული პროდუქტითაა სავსე. მათ შორის კი უხვადაა ბავშვთა ტკბილეული და სათამაშოები, რომლებიც ძირითადად აღმოსავლური წარმოებისაა და მესამე სამყაროს ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. ეს კი დიდი პრობლემების წინაშე აყენებს სამომხმარებლო ბაზარს და უშუალოდ მომხმარებელს.

დასკვნა: სამომხმარებლო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებელია გატარდეს ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სამომხმარებლო ბაზარზე უვარგისი პროდუქციის შემოტანას და ამასთან დაიცავს მომხმარებელთა ინტერესებს, კერძოდ ჯანმრთელობას.

ყოველგვარი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ თუ კომპანიები სწორად ჩაატარებენ ბაზრის ანალიზს და მომხმარებლებს შესთავაზებენ მათთვის აუცილებელ პროდუქტს ამით ორივე მხარე მოგებული დარჩება და სამომხმარებლო ბაზარიც განვითარდება.

კვლევის მთავარი შედეგი: კაბინეტური კვლევიდან ნათლად ჩანს, რომ ბოლო ათ წელიწადში გაიზარდა შემოსავლებიც და ხარჯებიც, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ ეს გაზრდის შენაძენების რაოდენობას. ამას ადასტურებს საველე კვლევა, საიდანაც ჩანს, რომ შენაძენის გაკეთებას 100 ლარამდე და 1000 ლარს ზევით ერთნაირი რაოდენობის რესპოდენტები აპირებს, რაც 20,7%-ს შეადგენს. 100-დან 300 ლარამდე კი 22%.300-დან 500-მდე 12,2% ხოლო 500-დან 1000-მდე 24,4%. ეს მაჩვენებლები იმედის მომცემია, რადგან სამომხმარებლო ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მომხმარებლების 14,6 %, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტია ყიდვა უნდა მოვახდინოთ სტიმულირება ისე, რომ ისინი გახდნენ უპირობო მყიდველები. სწორედ ეს დაეხმარება სამომხმარებლო ბაზროს განვითარებას.

საკვანძო სიტყვები: სამომხმარებლო ბაზარი, სამომხმარებლო ფულადი ხარჯები, სამომხმარებლო ფულადი შემოსავლები, კაბინეტური კვლევა, საველე კვლევა

სტატია