ჯულაყიძე ემზარი

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


სტრატეგიული გეგმის ძირითადი მდგენელები

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: წარმატების მსურველ მენეჯერთა უმთავრესი გამოწვევაა ცვლილებების არა მარტო იდენტიფიცირება, არამედ მისი წინასწარ განჭვრეტა და მათზე რეაგირება. წარმატებული სტრატეგიული გეგმა არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს ორგანიზაციის მისიას, მიზანს, მისი განვითარების მიმართულებას - სტრატეგიას.

კვლევის მეთოდოლოგია: ფაქტიურად, სტრატეგიული გეგმის ეს მდგენელები აკონკრეტებს იმას, თუ რომელ ინდუსტრიაში საქმიანობს კომპანია და როგორ აპირებენ მისი მენეჯმენტი სასურველი შედეგების მიღწევას. თუ მისია - ეს არის მოკლე ფორმულირება იმისა, რისთვის არსებობს კომპანია, მიზანი - არის მენეჯერთა მცდელობა მიიღონ გარკვეული შედეგი გარკვეულ დროში, ხოლო სტრატეგია - ეს არის მენეჯერთა ხედვა მათი კონკურენტული პოზიციების, კლიენტთა მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა და საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.

შედეგები და გამოყენება: სტრატეგიული გეგმა გვთავაზობს კომპანიის ბიზნეს-გარემოს სურათის ფართო პლანით ხედვას, რაც წარმატების პერსპექტივას ქმნის. იგი საშუალებას აძლევს კომპანიას უზრუნველყოს წარმატება კონკურენტულ ბრძოლაში და მიაღწიოს თავის მიზნებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

დასკვნა: სტრატეგიის გეგმის შემუშავება ერთჯერადი ან მომენტალური გადაწყვეტილება, მოქმედება ან მოვლენა არ არის. იგი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების მთელი სერიაა, რომლებიც კომპანიის მოქმედებათა მასშტაბებს უკავშირდება. ამიტომ, მისი შინაარსი განპირობებული უნდა იყოს ბაზრის მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებებით, აგრეთვე ყველა იმ გარემო ფაქტორებით, სადაც ფუნქციონირებს კომპანია.

საკვანძო სიტყვები: სტრატეგიული გეგმა, ცვლილებების განჭვრეტა, ორგანიზაციის მისია, სტრატეგიული ხედვა, მიზნების ფორმირება, სტრატეგიის დანერგვა, წარმატებული ბიზნესი

სტატია