გიგოლაშვილი მირიანი

პედაგოგი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


მონეტარული პოლიტიკა და ლართან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: საქართველოს საბანკო სისტემის სრულყოფისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ მონეტარულ პოლიტიკას. მონეტარული იმპულსები გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე. ეს სქემები თავისთავში მოიცავს ტრანსმისიის მექანიზმის არხებს. ეკონომიკურ თეორიაში გამოიყოფა რამდენიმე ასეთი არხი:

საპროცენტო განაკვეთების არხი;

ვალუტის გაცვლითი კურსის არხი;

კეთილდღეობის (სიმდიდრის) არხი;

დაკრედიტების ფართო არხი;

დაკრედიტების ვიწრო არხი;

მონეტარული არხი.

ვალუტის გაცვლითი კურსის არხი - ღია ეკონომიკაში მონეტარული პოლიტიკის მაკროეკონომიკური მოდელის მთავარ ელემენტს წარმოადგენს. იგი გამოხატავს ფასების დონის მგრძნობელობას ვალუტის კურსის ცვლილებასთან მიმართებით.

თემის კვლევის მიზანია: ქვეყანაში ლარის გაუფასიურების აღმოხვა, რომელიც ხელს შეუწყობს ლარის კურსის გამყარებას, მონეტრული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდას.

კვლევის მეთოდოლოგია: მონეტარული პოლიტიკის მეთოდური საფუძვლების ანალიზის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მეთოდები, რომლებიც საბანკო სისტემაში არსებული და პოტენციური პრობლემების დროულად გამოვლენისა და მათ აღმოსაფხვრელად ადეკვატური ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულის თვალსაზრისით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, მათ შორის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მეთოდებში გამოვყოფდით - წინასწარი დიაგნოსტიკის მექანიზმს, რომელიც გულისხმობს გამოკვლევის სპეციფიკას მონეტარული პოლიტიკის წარმატებული შედეგების მიღწევასთან მიმართებაში.

შედეგები და გამოყენება: ეროვნული ბანკის ფულად - საკრედიტო პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტს მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების სახსრების) განაკვეთი წარმოადგენს. მონეტარული ტრანსმისიის მექანიზმმა გამართულად რომ იმუშაოს აუცილებლია ლარის ფულადი ბაზრის ინტრუმენტების აქტიური გამოყენება და ლარის, როგორც ეროვნული ვალუტის მიმართ მაღალი ნდობის არსებობა.

დასკვნა: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებიდან კარგად ჩანს თუ რამდენად აღემატება საქართველოში ბანკთაშორის ფულად ბაზარზე უცხოური ვალუტის რესურსის მოცულობა ეროვნული ვალუტით რესურსით მოცულობას. აღნიშნული პრობლემის გადალახვისა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით აუცილებელია ლარიზაციის პოლიტიკი ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დოლარიზაციის შემცირების მეშვეობით შეამცირებს ფინანსურ (სავალუტო) რისკების დონესაც ქვეყანაში.

საკვანძო სიტყვები: მონეტარული ტრანსმისია, მონეტარული იმპულსები, სავალუტო პოლიტიკა, დოლარიზაცია, ლარიზაცია

სტატია