ჯანელიძე ნათელა

ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ინვესტიციები საქართველოს განათლების სისტემაში, გამოწვევები, სრულყოფის გზები

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: XXI საუკუნეში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს განათლების სისტემა. დღეს როცა რევოლუციის შუაგულში ვიმყოფებით: გლობალიზაცია, კომპიუტერიზაცია, ინტერნეტქსელი, ინფორმაციული ნაკადები, ყოველივე ამან სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. ეს ახალი ერაა და ამ ერაში სიმდიდრის შექმნის წყაროს ცოდნა და ინფორმაცია წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით განათლების სწავლა/სწავლების კვლევა, მათში განხორციელებული ინვესტიციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და აქტუალურია.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევაში გამოყენებულია: თეორიული, ჰიპოთეზური და სინთეზურ-ანალიზური მეთედები.

შედეგები და გამოყენება: თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოს ადგილი უპირველესად განისაზღვრება ადამანური კაპიტალის ხარისხით, განათლების დონით, ცოდნიერებით და ცალკეული პრაქტიკული გამოყენებითა და ეკონომიკის ინოვაციური აქტივობით. ბოლო ორ ათეულ წელზე მეტია, მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების პროცესში აღინიშნება მეცნიერების როლის განვითარების აღმავლობა. საქართველოში ყოველ წელს იზრდება როგორც ინვესტიციები განათლების სისტემაში, აგრეთვე კვლევები როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო დონეზე.

დასკვნა: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსებით როგორც არც თუ ისე მდიდარი, სიდიდით და მოსახლეობის რიცხოვნებით მცირე ქვეყნისათვის კვალიფიციური განათლება. გონებრივი პოტენციალის, ინტელექტუალური კაპიტალის ჩამოყალიბება და ეფექტური გამოყენება იწვევს განათლების ხარისხის ზრდას, ცოდნას. ცოდნა ახდენს ეკონომიკის ტრანსფორმაციას.

საკვანძო სიტყვები: ინვესტიციები, განათლება, კვლევა, ბიუჯეტი, კვალიფიციური მუშახელი

სტატია