გირგვლიანი სალომე

დოქტორანტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


სოციალური მეწარმეობა როგორც ინოვაციური სტარტაპი

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: სოციალური მეწარმეობა ეს არის ბიზნეს მიდგომა სოციალური მიზნებისთვის. ის თანდათან უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად მრავალფეროვანია მისი განხორციელების პრაქტიკა. ტერმინი „სოციალური მეწარმეობა“ გულისხმობს სხვადასხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიერ მიღებული მოგება ემსახურება დადებითი სოციალური ცვლილებების განხორციელებას ქვეყანაში.

კვლევის მეთოდოლოგია: ნებისმიერი საკითხის შესწავლისას, არჩეული კვლევის მეთოდოლოგია მის წარმატებასა და შედეგების ადეკვატურობას განსაზღვრავს. სოციალური კვლევა მონაცემების შეგროვებას, ორგანიზებას და ანალიზს გულისხმობს. აღნიშნულ თემაზე მუშაობისას უპირატესობა მიენიჭა რაოდენობრივი კვლევის მეთოდს, რომლის ფარგლებშიც გამოყენებულ იქნა სტატისტიკური მონაცემების, მასობრივი გამოკითხვების და სოციალური ექსპერიმენტების შედეგების კონტენტ–ანალიზი.

შედეგები და გამოყენება: ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი იყო ბიზნესის კეთების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირების, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა გზებით. აღნიშნულმა პოზიტიურმა ცვლილებებმა წაახალისა და ხელი შეუწყო სოციალური მეწარმეობის ჩამოყალიბებას და განვითარებას.

დასკვნა: სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა აუცილებლად უზრუნველყოფს სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების დაძლევას.

საკვანძო სიტყვები: სოციალური მეწარმეობა, ბიზნესი, ინოვაცია, სტარტაპი

სტატია