ქავთარაძე ნინო

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო


ვირტუალური ფული – ბიტკოინი მსოფლიოში და საქართველოში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: თანამედროვე მსოფლიოში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რასაც დადებითი ცვლილება შეაქვს მომხმარებელთათვის განსხვავებული, მუდმივად განახლებადი ან სრულიად ახალი პროდუქტის შეთავაზებაში და მომსახურების გაწევაში მეტი კომფორტის შექმნაში. შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს რევოლუციური ზეგავლენა აქვთ ეკონომიკაზე.

კვლევის მიზანს წარმოადგენს ვირტუალური ფულის როლის არსებობით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგების გამოვლენა, როგორც მომხმარებელთა, ასევე ზოგადად ეკონომიკის კუთხით. კრიპტო ვალუტის დახასიათება და მისი აღიარება ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ ან საეჭვო და განვითარების პერსპექტივის არმქონე ვირტუალურ ვალუტად.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს საკვლევ თემასთან დაკავშირებული მასალების ანალიზს, პირველადი და მეორადი ინფორმაციის გადამუშავებას.

შედეგები და გამოყენება: ვირტუალური ფულის არსებობა ბიტკოინის სახით მოიცავს დადებით და უარყოფით შედეგებს. მისი არსებობა ქვეყნის ეკონომიკაში კომფორტულია მომხმარებლისთვის: ტრანზაქციათა განხორციელებისას დროის და ხარჯის ეკონომიის კუთხით, ასევე კონტროლის მექანიზმის არარსებობით და ანონიმურობის დაცვით, ტრანზაქციათა განხორციელების დაწყებისას ბიუროკრატიული სირთულეების არარსებობით.

ბიტკოინთან დაკავშირებული უარყოფითი მომენტებიდან უმნიშვნელოვანესია ის არასასურველი შედეგი რომელის მოტანაც მას შეუძლია სახელმწიფოსთვის, პირველ რიგში ოფიციალური უწყებების მხრიდან პროცესის კონტროლის ბერკეტების არარსებობის გამო, ასევე პრობლემატურია მომხმარებელთა ანონიმურობა, რომელიც არალეგალურ საქმიანობაში ფულის გამოყენების ფართო არეალს ქმნის. ბიტკოინის გაცვლითი კურსის არასრსებობამ მნიშვნელოვანი ზიანი შეუძლია მოუტანოს მომხმარებელს, ასევე არასწორად განხორციელებული ტრანზაქციისას გაგზავნილი ბიდკოინის უკან დაბრუნება შეუძლებელია.

დასკვნა: შეუძლებელია ცალსახად გაკეთდეს დასკვნა, რომ ბიდკოინის არსებობა ზოგადად უარყოფითი ან დადებითია ეკონომიკისთვის, რადგან მას შეუძლია როგორც დადებითი ისე უარყოფითი შედეგების მოტანა.

საკვანძო სიტყვები: სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, ეკონომიკა, ვირტუალური ფული, კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი

სტატია