სვანაძე სერგო

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


საჯარო მმართველობა და საინვესტიციო გარემო

(ახალი საჯარო მმართველობა: გამოწვევები და პერსპექტივები)


შესავალი და მიზანი: არსებული საჯარო მმართველობის გათვალისწინებით საინვესტიციო გარემოს ანალიზი, მათი განზოგადება და სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება.

მოქმედი საჯარო მმართველობის სისტემის ფარგლებში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის პრაქტიკული ღონისძიებების რეალიზების ანალიზის საფუძველზე წინადადებების შემუშავება.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევაში გამოყენებულია ანალიზისა და სინთეზის, მონაცემთა შედარების,სისტემური და ლოგიკური, ნორმატიულ - საკანონმდებლო და სხვა მიდგომები. მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მეთოდური მითითებები და ბრძანებები, გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია, პროგრამები, სამეცნიერო ნაშრომები.

შედეგები და გამოყენება: წარმოადგენს ფუნქციონირებადი საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტების შესწავლის, ანალიზისა და განზოგადების ერთ-ერთ უახლეს მცდელობას.

შენიშვნები და რეკომენდაციები საფუძველს შეუქმნის პრაქტიკაში მოქმედი ფაქტორების სრულყოფას, მის შემდგომ დახვეწას, მისაღებ (დასაშვებ) დონემდე მათ უნიფიცირებას და ამ მხრივ ეფექტუობის ამაღლებას.

დასკვნა: საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საჯარო მმართველობის სექტორის ღონისძიებათა აქტუალური საკითხების განხილვით მათი შემდგომი სრულყოფისათვის ქმედებათა, წინადადებათა განსაზღვრა წარმატებული შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად.

საკვანძო სიტყვები: საჯარო, ინვესტიცია, ღონისძიებები, პროგრამა

სტატია