ცინარიძე რამინი

ასისტენტ-პროფესორი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო

ღლონტი ვლადიმერი

პროფესორი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო


საინვესტიციო მიმზიდველობა აჭარის რეგიონში: შედეგები და პერსპექტივები

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: თანამედროვე სამეცნიერო-პრაქტიკულ ლიტერატურაში აქტიურად განიხილება ის თეორიულ-პრაქტიკული საკითხებბი, რომელთა პრაქტიკაში გატარება ხელს შეუწყობს ქვეყანასა თუ მის სტრატეგიულ რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და შექმნის ხელსაყრელ საინვესტიციო მიმზიდველობას. ზოგადად ცნობილია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზეგავლენა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე წარმოადგენს რთულ საკითხს და მმართველობით თუ აკადემიურ წრეებში იწვევს არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, ამიტომ აუცილებელია რეკომენდაციების შემუშავება იმ მიზნით, რომ მოხდეს რეციფიენტი ქვეყნის, კონკრეტული რეგიონის ეკონომიკაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებითი ზეგავლენის მაქსიმიზება და შესაბამისად ნეგატიური შედეგების შემცირება.

ნაშრომის მიზანია ანალიზი გაუკეთდეს აჭარის რეგიონში საინვესტიციო პროცესების განვითარებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შეფასდეს რეგიონის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობა, ინვესტიციების არსებული მდგომარეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივები.

კვლევის მეთოდოლოგია: ნაშრომში გამოყენებული საინფორმაციო მასალა ეყრდნობა საქართველოს სტატის-ტი¬კის ეროვნული სამსახურის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინფორმაციო ბაზას.

ნაშრომში გამოყენებულია არსებული კვლევების სისტემური ანალიზის, ანალოგიების, პროგნოზირების, სტატისტიკური მონაცემების მონიტორინგისა და სხვა მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: კვლევის შედაგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს და მისი სტრატეგიული რეგიონის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) ეკონომიკისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საინვესტიციო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთგავლენის პრობლემის განხილვა, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს რეგიონებზე საინვესტიციო ბაზრების განვითარებას. დღეისთვის არსებობს მრავალი მაკროეკონომიკური პრობლემა, რომელიც არსებით ზეგავლენას ახდენს საინვესტიციო მიმზიდველობის განვითარებაზე და აფერხებს, როგორც ადგილობრივ ასევე უცხო ინვესტორებს საქმიანობის ჩვენს რეგიონში წამოწყებასა და განხორციელებაზე.

დასკვნა: საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონალური საინვესტიციო პროგრამების შემუშავებას, რომელთა ძირითად მიზნად შეიძლება მივიჩნიოთ რეგიონში საინვესტიციო საქმიანობის იმ წინასწარ განსაზღვრული დონის მიღწევა და შენარჩუნება, რომელიც აუცილებელია სტაბილური წარმოებისათვის, სოციალური სფეროს განვითარებისათვის და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის.

საინვესტიციო მიმზიდველობის, ქმედითი საინვესტიციო პოლიტიკის მომზადებისა და რეალიზებისთვის აუცილებელია აჭარის რეგიონში ეკონომიკის დარგებში ჩამოყალიბებული საინვესტიციო სიტუაციის შეფასების კრიტერიუმების ნათლად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, ეკონომიკური რეალიების ადეკვატური მეთოდური აპარატის შემუშავება და მისი თანმიმდევრულად გამოყენება.

საკვანძო სიტყვები: სინვესტიციო მიმზიდველობა, რეგიონული ინვესტიციები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საინვესტიციო პოლიტიკა

სტატია