გაბადაძე იზოლდა

ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

მამულაშვილი ლეილა

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორი, საქართველო

წერეთელი ინეზა

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


კონფლიქტების დაძლევის გზები ბიზნესში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: ანთროპოცენტრულ სამყაროში ინდივიდის და მთელი საზოგადოების ცხოვრების, როგორც რეალური პროცესის შემეცნების, ამოსავალი წერტილი და მოტივაციური კვანძია ადამიან -მიზანი. წარმოების სფეროს ფაქტორებში ადამიანის ადგილის თავისებურებათა და როლის შესახებ ახალ თვალსაზრისს წარმოადგენს ე.წ. "ადამიანური კაპიტალის“ თეორია, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩამოყალიბდა და გავრცელდა დასავლეთში. მნიშვნელოვანია მისი როლი საქართველოს ეკონომიკაში. იგი ადამიანისა და კაპიტალის ნიშან-თვისებათა სინთეზს ახდენს და აინტერესებს, როგორც მოგებისა და სიმდიდრის გაზრდის წყარო. ბიზნეს-საქმიანობაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია ადამიანური ფაქტორის გარეშე, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობებზეა დამყარებული. რაც უფრო ჰარმონიულია ეს ურთიერთობები მით უფრო მაღალია შრომის მწარმოებლურობა. თუმც, დღევანდელი რეალობა წარმოუდგენელია ურთიერთსაპირისპირო პროცესების, ანუ კონფლიქტების გარეშე. ამიტომ კონფლიქტების მინიმუმამდე დაყვანისათვის აუცილებელია მისი ეფექტურად მართვა. კონფლიქტების მართვა კომპანიაში ეს არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს კვლავწარმოების შეუფერხებელ წარმართვას, მოგების მიღებას და თანამშრომელთა შორის მის პრევენციას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დამქირავებლებს და დაქირავებულ მომუშავეებს. ამიტომ მათ მიმართ, როცა მოთხოვნები და მოლოდინები ნათელია კომპანია წარმატებულია. აქედან გამომდინარე დღეისათვის კონფლიქტების მართვის კვლევა ბიზნესში მეტად აქტუალურია.

თანამედროვე პირობებში ზოგადად ბიზნესში კონფლიქტების მართვის შესწავლა და სს სამკერვალო კომპანია "იმერში“ ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და რეკომენდაციების მიცემა, რომელიც დაეხმარება კომპანიას: 1. კონფლიქტების სწრაფად მოგვარებაში და მის მინიმიზაციაში. 2. მწარმოებლურობის ზრდაში. 3. კონფლიქტების მართვის ხარჯზე ალტერნატივების ზრდასა და დადებითი შედეგების მიღებაში.

კვლევის მეთოდოლოგია: ანალიზის და სინთეზის; ინდუქციის და დედუქციის; ლოგიკური ერთიანობის.

შედეგები და გამოყენება: ნაშრომზე მუშაობისას, ანკეტური გამოკითხვების საფუძველზე კვლევებში, ჩვენს მიერ განსაკუთრებულად წარმოჩენილია მომუშავეთა ინტერესები ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით, როგორც ძირითადი წინააღმდეგობის მიზეზი მენეჯერებსა და მომუშავეებს შორის (10-15%). მომუშავეთა 5% სისტემატიურად ღებულობს პრემიას განსხვავებული უნარების გამო, რაც შრომის პროცესში წარმოიქმნის წინააღმდეგობებს.

სს სამკერვალო კომპანია ,,იმერის“ ანალიზიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემდეგი რეკომენდაციების მიცემა:

1. გადაწყვეტილების მიღების დროს უმჯობესია ყურადღების ფოკუსირება მოახდინონ ინტერესებზე და არა პოზიციებზე, რამეთუ პოზიცია-ეს არის ის, რის გამოც იღებთ გადაწყვეტილებას, ხოლო ინტერესები- ეს ის რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება;

2. სასურველია კონფლიქტის გამოყენება განახლებისა და ცვლილებების ინიცირებისათვის;

3. ადამიანური ურთიერთობების ჰარმონიზაციისათვის სასურველია, კონფლიქტის შემცირების მიზნით, გამორჩეული უნარის მქონე მომუშავეების ცალკე ჯგუფად გამოყოფა.

დასკვნა: თანამედროვე კონკურენციულ გარემოში კომპანიებში, სადაც კორპორაციული კულტურა სათანადო დონეზე არაა, წინააღმდეგობები ეკონომიკურ ინტერესებს შორის წარმოშობს სხვადასხვა უთანხოებებს. ამიტომ კონფლიქტების ეფექტური მართვა კომპანიის წარმატებული საქმიანობის აუცილებელი მოთხოვნაა. კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული თომასისა და ქილმენის კლასიფიკაციის მიხედვით სს სამკერვალო კომპანია ,,იმერში“ განხილულია კონფლიქტის მოგვარების ხუთივე სტრატეგია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეების მიხედვით: მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები: ანთროპოცენტრული სამყარო, კონფლიქტის მართვა, კონფლიქტების მინიმიზაცია, განრიდება, კონკურენცია, შეგუება, კომპრომისი, თანამშრომლობა

სტატია