შალამბერიძე მანანა

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

ახალაძე ზეინაბი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობა

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: საქართველოში აგრარული სექტორი შედარებით სუსტად არის განვითარებული და მას მნიშვნელოვანი სტრუქტურული ხარვეზები გააჩნია. აქედან გამომდინარე, იგი ნაკლებად კონკურენტუნარიანია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვერ ქმნის დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარებისათვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს. ამ სფეროში არსებული საწარმოო კაპიტალი მხოლოდ არსებობის აუცილებლობისთვისაა საკმარისი და იგი ძირითადად მიმართულია შიდა მოხმარებაზე, ვიდრე კომერციული მიზნებისთვის. ფერმერულ მეურნეობაში შეინიშნება წარმოების გამოუყენებელი ბუნებრივი რესურსების მარაგი, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობდა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას.

კვლევის მიზანს წარმოადგენს აგრარული სექტორის ფერმერულ მეურნეობებში ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევები აგროსაწარმოებში, ფერმერულ მეურნეობებში და ფერმერ მეწარმეებთან.

შედეგები და გამოყენება: აგრარული სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ,ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა.

დასკვნა: აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული გეგმის შემუშავება და ფერმერ მეწარმეთა დაინტერესება სხვადასხვა შეღავათებითა და მხარდაჭერით რაც მას მისცემს მოტივაციას ამ დარგში თანხის დაბანდებისა და წარმოების აღორძინებისათვის.

საკვანძო სიტყვები: აგრარული სექტორი, აგროსასურსათო სექტორი, კონკურენტუნარიანობა

სტატია