გამსახურდია თამაზი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

ფესტვენიძე თეიმურაზი

ასოცირებული პროფესორი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


საინფორმაციო სისტემების გამოყენება ბიზნესის მართვის ეფექტურობის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორი

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: ნაშრომში განხილულია ბიზნესის მართვის საინფორმაციო სისტემები, კონკრეტულად კომპანიის რესურსების მართვის სისტემა ERP და მისი შემადგენელი ელემენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ბიზნესის განვითარებასა და მართვის ეფექტურობის ამაღლებას.

გაანალიზებულია საქართველოში გავრცელებული ERP სისტემები: 1c, Fina და vobi. მოცემულია მათი ზოგადი მიმოხილვა და ხშირად გამოყენებული ფუნქციების შედარებითი ანალიზი. რის საფუძველზე მოცემულია ბიზნესის მართვის ეფექტურობის ამაღლების გზები.

კვლევის მეთოდოლოგია: მოცემული კომპანიების მიერ შემოთავაზებული მომსახურეობების გაანალიზების საფუძველზე ვადგენთ, რომ სამივე ეს კომპანია ცდილობს ბიზნეს საქმიანობა გახადოს: მარტივი, სწრაფი და ეფექტური, ამის წინაპირობას კი წარმოადგენს პროცესების სწორი დაგეგმარება და ავტომატიზაცია.

შედეგები და გამოყენება: კომპანიის რესურსების მართვის სისტემა 1c ყველა სხვა ანალოგიური სისტემისაგან გამოირჩევა მისი „ხანდაზმულობით“, რაც მის საიმედოობასა და სტაბილურობაზე მეტყველებს, ERP სისტემები მუდმივად განახლებად პროდუქტს წარმოადგენს, 1c სისტემა საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან აქტიურად ვრცელდება, ამ პერიოდში მან შეიძლო საკმაოდ გამხდარიყო მოქნილი და ეფექტური.

კომპანიის რესურსების მართვის სისტემა Fina, 2012 წლიდან შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, მისი ხელმისაწვდომი ფასით და მარტივი ინტერფეისით, მან ადვილად შეძლო საქართველოს ბაზრის კონკრეტული სეგმენტის ათვისება.

კომპანიის რესურსების მართვის სისტემა Vobi ბაზარზე გავიდა 2013 წლის ივნისიდან და უკვე სრულფასოვან კონკურენციას უწევს სხვა ანალოგიურ სისტემებს, ის უნიკალურია მონაცემების დამუშავების თანამედროვე და ორიგინალური ტექნელოგიებით, ანალიზების ჩვენების დახვეწილი და მოსახერხებელი ფორმებით, სისტემის მუდმივი განვითარებითა და ახალი ფორმების სრულყოფით.

დასკვნა: აქედან გამომდინარე მცირე და საშუალო ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის უფრო ხელმისაწვდომია, მოსახერხებელია და ეფექტურია სისტემა Vobi-ის პროგრამული პაკეტის გამოყენება. ხოლო მსხვილი ბიზნესისათვის ერთნაირი წარმატებით შეიძლება 1c-სა და Fina-ს პროგრამული პროდუქტის მოხმარება.

საკვანძო სიტყვები: ბიზნესი, მართვის სისტემა, ადამიანური რესურსები, მენეჯმენტი, პროგრამული პაკეტები

სტატია