ბაბუნაშვილი ანზორი

მოწვეული სპეციალისტი, კომპიუტერული ტექნოლოგიერბის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


კომპიუტერული ტექნოლოგიების მნიშვნელობის ზოგიერთი ასპექტის შესახებ მასობრივი კომუნიკაციების განვითარებაში

(საზოგადოებასთან ურთიერთობა და მასობრივ-კომუნიკაციური პროცესები)


შესავალი და მიზანი: მასობრივი კომუნიკაციების განვითარებაში რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ. ინტერნეტი-ცივილიზაციის განვითარების ისტორიაში კომუნიკაციის ყველაზე სწრაფი საშუალებაა-მისი მომხმარებელთა რიცხვი განსაცვიფრებელი ტემპებით იზრდება.

ინფორმაციის გადასაცემად კაცობრიობა ქმნიდა სხვადასხვა მეთოდებსა და საშუალებებს, საწყისი იყო ენა და მეტყველების ფორმები, დადგა საჭიროება შექმნილიყო ინფორმაციის გავრცელების სპეციალური საშუალებები და ადამიანები, რომლებიც ფლობდნენ ამ საშუალებებს, გახდნენ საზოგადოების ყველაზე გავლენიანი პირები, მათ დასაბამი მისცეს სოციალური ძალის წარმოქმნას საზოგადოებაში.

კვლევის მეთოდოლოგია: არსებობს მრავალი პარამეტრი, რომელიც სოციალურ მედია აქტივობას აფასებს. შეფასების საკუთარი ანალიტიკური სისტემა გააჩნია სხვადასხვა არხს, (მაგალითად, Facebook Insights-ს, YouTube Views-ს, Google Alerts-სა და სხვ.) თუმცა არსებობს ფასიანი კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც კომპანიების მონიტორინგის ამომწურავ საშუალებას იძლევა.

ქართული კომპანიების 67% სწორედ სოციალურ მედიას თვლის კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წყაროდ. ონლაინ გამოკითხვების შედეგების შეფასება ხორციელდება შეფასების ასევე ელექტრონული სისტემით, რომელიც ექსპერტულ სისტემას წარმოადგენს და იძლევა მიუკერძოებელ შედეგებს.

შედეგები და გამოყენება: საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ეტაპი ხასიათდება როგორც გლობალური მსოფლიო ქსელების, ისევე ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებით და ალბათ ლოგიკურად დასრულდება გლობალური ინფორმაციული საზოგადოების აშენებით. ამიტომ სულ უფრო ხშირად ჩნდებიან მოქნილი და დეცენტრალიზებული სტრუქტურის მქონე ფირმები და ორგანიზაციები, რომელთა მოღვაწეობის სფეროა მომსახურება ან ინფორმაცია, ან ავტომატიზირებული წარმოება, რომელიც დამყარებულია კომპიტერულ ტექნოლოგიებზე.

ტექნოლოგიის განვითარება აისახება ძალაუფლებისა და მართვის სისტემაზე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას მივყავართ ასევე მართვის რგოლის, ასევე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შემცირებისაკენ და როგორც შედეგი-ვერტიკალური კონტროლის დონის შემცირებისაკენ. ამავდროულად კომუნიკაციის ელექტრონული სისტემები უზრუნველყოფენ უფრო ფართო გაცნობიერების მექანიზმს ტრადიციული მეთოდებისაგან განსხვავებით, რაც საშუალებას აძლევს მათ ოპერატიული რეაგირება მოახდინონ ცვლილებებზე და სწრაფად გადაწყვიტონ ტაქტიკური საკითხები.

დასკვნა: კომუნიკაციის ახალი მეთოდები, ასევე მოქნილი სამრეწველო ტექნოლოგიები საშუალებას იძლევიან სრულად გამოიყენონ ბაზრის შესაძლებლობები, რამაც საბოლოოდ მიიღო „ელექტრონული ბაზრის“ სახელწოდება. ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები კომპიუტერული სისტემების გამოყენებით მნიშვნელოვან პროგრესს განაპირობებს მასობრივი კომუნიკაციების სფეროში, პერსპექტივაში მათ კიდევ უფრო მეტი როლი დაეკისრებათ, მეტ ფუნქციებს შეითავსებენ, რაც იქნება ამ სფეროს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა.

საკვანძო სიტყვები: კომუნიკაცია, ინფორმაცია, ტექნოლოგია, მონაცემები, პროცესები, პარამეტრები

სტატია