სვანაძე სერგო

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის ცალკეული ასპექტების შესახებ

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის დადენილი ნორმების ცალკეული საკითხის ეფექტურობა, მაჩვენებელთა ანალიზი, მათი განზოგადება და ნორმათა სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევაში გამოყენებულია ანალიზისა და სინთეზის, მონაცემთა შედარების, სისტემური და ლოგიკური, ნორმატიულ - საკანონმდებლო და სხვა მიდგომები. მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს დადგენილი საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული დეფინიციები, დებულებები და ნორმები, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მეთოდური მითითებები და ბრძანებები, გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია, სამეცნიერო ნაშრომები.

შედეგები და გამოყენება: წარმოადგენს ამ სფეროში თეორიისა და პრაქტიკის კომპლექსურად შესწავლის, ანალიზის, განზოგადებისა და სრულყოფის წინადადებათა ჩამოყალიბების ერთ-ერთ უახლეს მცდელობას.

შენიშვნები და რეკომენდაციები საფუძველს შეუქმნის პრაქტიკაში მოქმედი სისტემის სრულყოფას, მის შემდგომ დახვეწასა და ამ მხრივ ფისკალური და ადმინისტრაციული შედეგის ამაღლებას.

დასკვნა: განხორციელებადი, მოქმედი კანონმდებლობის აქტუალური საკითხების განხილვით მათი შემდგომი სრულყოფისათვის ქმედებათა განსაზღვრით ეფექტურობის ზრდის უზრუნველყოფა.

საკვანძო სიტყვები: ქონება, გადასახადი, ზღვარი, სავადო

სტატია