ბუაძე კობა

ასოცირებული პროფესორი, სამართლის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ზოგიერთი სახის მოსაზრებანი ოპერატიული პრაქტიკის სრულყოფისათვის

(სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)


შესავალი და მიზანი: წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ოპერატიული დამუშავების პრაქტიკა. კერძოდ, ზოგიერთი საშუალება და მეთოდი დამნაშავეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ოპერატიულად განხორციელდეს ყველა საჭირო ღონისძიება დანაშაულის გასახსნელად და დამნაშავეთა დასაკავებლად. მითითებულია, რომ ოპერატიული დამუშავება ატარებს შემოფარგლულ ხასიათს და რომ მისი განხორციელება დაიშვება მხოლოდ საჭირო მონაცემების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც აშკარად მეტყველებენ პირთა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებზე. სტატიაში ასევე მითითებულია ოპერატიული დამუშავების ძირითადი მიზნების მიღწევის ამოცანები და ფუნქციები.

ყურადღება არის გამახვილებული ობიექტის ოპერატიული დამუშავებით, საჭირო ინფორმაციის განაწილებასა და თვით დამუშავების პროცესში მიღებულ ინფორმაციებზე.

კვლევის მეთოდოლოგია: სტატიაში გამოყენებული ანალიტიკური კვლევისა და შედარებით სამართლებრივი მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: სტატიას აქვს სამეცნიერო და სასწავლო–მეთოდური მნიშვნელობა.

დასკვნა: ოპერატიული დამუშავების საქმის წარმოების მოწინავე მეთოდები მოწმობს, რომ წარმატება მიიღწევა მაშინ, როცა კარგად ვიცით საინტერესო პირისა და მისი გარემოს ურთიერთობა. ეს მდგომარეობა მიიღწევა იქედან გამომდინარე, თუ რამდენად მჭიდროა კონტაქტი აგენტსა და დასამუშავებელ ობიექტს შორის. ეს პრაქტიკა ყოველ მომენტში იგრძნობა მიღებული ინფორმაციის ანალიზიდან გამომდინარე. მაშასადამე, ოპერატიული დამუშავება აგენტურული გზით, ეს არის გამოკვლევა კავშირების განსაკუთრებულობისა, რომელიც არსებობს დამნაშავე პირთა და ჯგუფთა შორის.

საკვანძო სიტყვები: ოპერატიული დამუშავება, ოპერატიული პრაქტიკა, აგენტურული მეთოდი, ოპერატიული ინფორმაცია, ოპერატიული პროფილაქტიკა, ოპერატიული კომბინაცია, ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობა

სტატია