ვაშაყმაძე ირინა

ასოცირებული პროფესორი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო


კონკურენციული გარემო ქართულ საბანკო სისტემაში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: საქართველოში საბანკო საქმიანობა მნიშვნელოვნად საჭიროებს ისეთ რეგულირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი და საკმარისი კონკურენციის პირობების შექმნას, რაც არის ქვეყნის საბანკო სექტორის ეფექტიანი განვითარების გარანტი. საბანკო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია კონკურენციის დონის არსებობა რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რამდენადაც ცივილიზებული კონკურენცია საბანკო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და პროგრესული განვითარების აუცილებელი ელემენტია.

როცა ვსაუბრობთ და მიმოვიხილავთ საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას, განსაკუთრებით კონკურენტულ გარემოსა და მისი ხარისხის შეფასებას მისი ეფექტიანობის კუთხით, სასურველია, განვიხილოთ არა მხოლოდ უშუალოდ საბანკო სექტორი, არამედ ქვეყნის მთლიანი საკრედიტო ბაზარი, მისი მონაწილე ყველა სუბიექტის ჩათვლით. აქ, ბუნებრივია, იგულისხმება მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები, საპენსიო და სიცოცხლის დაზღვევის ფონდები და, რაც ყველაზე საინტერესოა, საფონდო ბაზარი, როგორც ალტერნატიული სასესხო-საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვისა და მართვის მეტად ეფექტიანი ინსტრუმენტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის სწორი რეგულაციები და მოქნილი საზედამხედველო პოლიტიკა. აღნიშნულმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საბანკო სტრუქტურებისა და მთლიანად საბანკო ინდუსტრიის თანამიმდევრული სწრაფი ზრდა და განვითარება. ვგულისხმობ როგორც საბანკო სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და გადახდისუნარიანობის საკმაოდ მაღალ დონეს, ისე ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებსა და საბანკო პროდუქტების მეტ- ნაკლებად დამაკმაყოფილებელ ხარისხს.

კვლევის მეთოდოლოგია: სინთეზის, ანალიზის, სტატისტიკური.

შედეგები და გამოყენება: საქართველოს საბანკო სექტორი შეზღუდული კონკურენციის პირობებში ფუნქციონირებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბაზარზე ბანკებს შორის კონკურენცია არა რის. კონკურენცია ზოგადად არა თუ ბანკებს შორის, ერთი ბანკის შიგნითაც კი შეიძლება მიმდინარეობდეს. დღეს არის ხოლმე მინიშნებები ბანკებს შორის არსებულ კარტერულ გარიგებებზე. მაგრამ ამას დამტკიცება უნდა და მოითხოვს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციას.

დღეს მთავარი ამოცანა კონკურენტული სივრცის შექმნა უნდას იყოს, რაც საშუალებას მოგვცემს საბანკო მომსახურების ბაზარზე კონკურენციის განსაზღვრისას ამოვიდეთ ისეთი ფაქტორებიდან როგორებიცაა: ცხადი ფასი, კომფორტი მომხმარებლისათვის, საზოგადოებრივინ დობა.

ნაშრომის დასკვნები ხელს შეუწყობს როგორც ცალკეული ბანკების, ასევე მთლიანად საქართველოს საბანკო სისტემის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

დასკვნა: საბანკო სექტორის განვითარების დონე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თუ რამდენად არის საბანკო სექტორი ორიენტირებული მომხმარებელზე. აქ იგულისხმება როგორც მომსახურების ხარისხი, ასევე გეოგრაფია და პროდუქტების ხელმისაწვდომობა.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებაც. სამწუხაროდ, მხოლოდ ბაზრის სიმცირე არ არის საფონდო ბაზრის განუვითარებლობის მიზეზი. უბრალოდ ამ მიმართულებით არ არსებობდა ერთიანი კონცეფცია, რომელიც საერთაშორისო ტენდენციებს გაითვალისწინებდა, დღეს საერთაშორისო ბაზრები სინტეგრაცია სულ უფრო შეუქცევად ხასიათს ატარებს.

ქვეყნის საბანკო სექტორში კონკურენციის გაზრდის მიზნით ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის მოწესრიგების თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე მარეგულირებელი და საზედამხედველო როლის გააქტიურება.

საკვანძო სიტყვები: საბანკო სისტემა, კონკურენცია

სტატია