კუხიანიძე ქეთევანი

მოწვეული სპეციალისტი, სამართლის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების როლი შვილად ასაყვანი ბავშვების მორალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის პროცესში

(სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)


შესავალი და მიზანი: შვილად აყვანა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა თანამედროვე სამყაროში. არასრულწლოვნის შვილად აყვანისას ძალიან დიდ როლს თამაშობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო – კერძოდ კი სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები, რომელთა მაღალკვალიფიციურობასა და კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული ბავშვის კანონიერად გაშვილება და მის ოჯახურ გარემოში განთავსება, რაც დიდ პასუხისმგებლობასა და მათი მხრიდან პროცესების სწორად წარმართვას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, მოცემული სტატიის მიზანია ხაზი გაუსვას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლს შვილად აყვანისას. საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტების შესწავლით გამოავლინოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები შვილად აყვანის ინსტიტუტის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, ჩამოაყალიბოს დასაბუთებული თეორიული, პრაქტიკული რეკომენდაციები ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფისა და საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაციისათვის.

კვლევის მეთოდოლოგია: სტატიაში გამოყენებულია ლოგიკური და შედარებითი სამართლებრივი მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: აქვს პრაქტიკული, თეორიული და სასწავლო მეთოდური მნიშვნელობა.

დასკვნა: დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია შვილად აყვანის პროცესში. აუცილებელია სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა დაცული იქნეს ბავშვის კანონიერი ინტერესები და მოხდეს სოციალური მუშაკების მიერ შვილად აყვანის პროცესის მაღალკვალიფიციურად წარმართვა. ოჯახი და ოჯახური გარემოს შექმნა კი ჯანსაღი მომავალი თაობების აღზრდისათვის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შერწყმა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასთან ხელს შეუწყობს შვილად აყვანის საკითხის კიდევ უფრო მეტად დარეგულირებას და შვილად აყვანის პროცესის გამარტივებას.

საკვანძო სიტყვები: მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სოციალური მუშაკი, შვილად აყვანა, კონტროლი, შეფასება

სტატია