სოლოღაშვილი დალი

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

უდესიანი თათია

მთავარი სპეციალისტი; დოქტორანტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო


შიდა აუდიტის როლი სახელმწიფოებრივი მართვის სისტემაში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: შიდა აუდიტი შიდა კონტროლის მექანიზმია, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი და აუცილებლი როლი ორგანიზაციის წარმატებით ფუნქციონირებისათვის. მის მიზანს წარმოადგენს რისკების შეფასება, ანალიზი და მისი აღმოფხვრისათვის შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვა.

საჯარო სექტორში კონტროლის არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზის მიზნითგანხორცილებულმა კვლევამ (გამოკითხულ იქნა გარე- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სხვ. საჯარო სამსახურების შიდა აუდიტორები) აჩვენა, რომ საჯარო სექტორის შიდა აუდიტი საჭიროებს განვითარებასა და გაუმჯობესებას, როგორც საკვალიფიკაციო, ასევე სტრუქტურული თვალსაზრისით.

საჯარო სექტორში აუცილებელია შიდა აუდიტის სტრუქურული ერთეულის ყველა ობიექტზე შექმნა და არსებულ სტანდარტებთან თუ კანონმდებლობასთან მის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება. ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვა, რაც შიდა აუდიტორების მიერ რისკზე დაფუძნებული აუდიტორული შემოწმებებითა თუ გაცემული რეკომენდაციების სარგებლიანობითშეიძლებაგანისაზღვროს. არსებითია აუდიტის ობიექტთან აუდიტის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება, ასევე, გარე აუდიტთან მუდმივი და პირდაპირი კომუნიკაცია. აღნიშნული შეამცირებს ნეგატიურ დამოკიდებულებას, რაც პირდაპირ აისახება შიდა აუდიტის მიერ გახორციელებული საქმიანობის ეფექტურობაზე.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს როგორც ზოგად სამეცნიერო, ასევე ეკონომიკური კვლევის მეთოდები. კერძოდ: ფუნქციონალური ანალიზისა და სინთეზის, აბსტრაქციის, შედარების, სისტემური და ლოგიგური მიდგომების, გამოკითხვის, შეფასების, ეკონომიკურ-მათემატიკური, ეკონომიკურ-სტატისტიკური და სხვა.

შედეგები და გამოყენება: სტატია ეხება შიდა აუდიტის პრობლემებს საქართველოში. კერძოდ აქცენტი გაკეთებულია საჯარო სექტორის შიდა აუდიტის პრობლემებზე.

მოცემული საკითხი შერჩეულ იქნა მისი აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნული სფერო არის განვითარებადი ჩვენს ქვეყანაში და საჭიროებს რიგი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

წარმოდგენლ ნაშრომში კველვის შედეგად წარმოვაჩინეთ არსებული პრობლემები და დავსახეთ მათი მოგვარების გზები.

დასკვნა: შიდა კონტროლის სისტემის დანერგვასა და განვითარებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია სახელმწიფო მართვის სისტემაში. შიდა კონტროლი, რომელიც შიდა აუდიტის ფორმით ვლინდება საჯარო სექტორში, სისტემატიზებული, დისციპლინური მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას და მიმართულია დაწესებულების ამოცანების სრულყოფილად შესრულებისაკენ.

მაშინ როდესაც, საჯარო სექტორში სრულყოფილად და სტანდარტების შესაბამისად მოხდება აუდიტის განხორციელება, ორგანიზაციები შეძლებენ რისკების მინიმუმამდე შემცირებას, რაც თავის მხრივ მიზნების მისაღწევად და ორგანიზაციის ღირებული რესურსების სამართავად მოახდენს სისტემების, პროცესებისა და ადამიანებთან დაკავშირებული პროცესების ეფექტურ და რაციონალურ დაგეგმვა - განხორციელებას.

საკვანძო სიტყვები: მართვა, კონტროლი, აუდიტი, რისკები, შეფასება, ანალიზი

სტატია