ხერხაძე ალიმი

მაგისტრანტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


საქართველოს საფონდო ბირჟა, ვაჭრობის დაბალი მაჩვენებელი და განვითარების შესაძლო გზები

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ორ ძირითად სეგმენტზე- ფასიანი ქაღალდების ბაზარსა და საბანკო სისტემაზეა დამოკიდებული. საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი და შესაბამისად საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) სავალალო მდგომარეობაშია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და მის განვითარებას. წინამდებარე ნაშრომი შეეხება საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და სსბ-სჩამოყალიბების, ფუნქციონირების, პრობლემებისა და პრობლემათა დაძლევის სავარაუდო გზების ძიებას. საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი და სსბ ქვეყნის დამოუკიდებლობიდან მალევე ჩამოყალიბდა და ახალ ეკონომიკურ, ფინანსურ და სავალუტო ვითარებაში დაიწყო რთული, მაგრამ მეტად საჭირო გზის ძიება, რომელიც მომდევნო წლებში ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით განვითარების ნაცვლად დეგრადირდა და რეგიონში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც ასახვას რათქმაუნდა დღესაც ჰპოვებს საფინანსო-სავალუტო სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე.

კვლევის მეთოდოლოგია: გამოყენებულია სსბ-ზე განთავსებული სხვავდასხვა წლების ვაჭრობის არქივი და სპეციალისტთა მოსაზრებები საქართველოს საფონდო ბირჟისა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, რომელთა ანალიზმა საშუალება მომცა მონაცემთა დამუშავების, დიაგრამის აგებისა და სპეციალისტთა მოსაზრებების მიმოხილვის შედეგად გამეკეთებინა საჭირო დასკვნები და ჩამომეყალიბებინა შესაბამისი დასკვნები პრობლემათა გადასაჭრელად.

შედეგები და გამოყენება: მიღებულმა შედეგებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და სსბ-ს კრიზისული მდგომარეობის მიზეზი სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის ხარვეზები და ქვეყანაში მიმდინარე არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა, რომელებიც ციკლურ, მოჯადოებულ წრეს ქმნიან და ერთმანეთის გამომწვევ მიზეზებად გვევლინებიან. საფონდო ბირჟის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა და საბანკო სისტემის კონტროლის ქვეშ სსბ-ს გადასვლამ მყისიერი ასახვა ჰპოვა სსბ-ზე ვაჭრობის მოცულობასა და კომპანიათა აქციების ფასებზე.

დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბირჟის საქმიანობა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ქართველ ეკონომიკურ აგენტთა ტრადიციულ საქმიანობას ნამდვილად არ წარმოადგენს იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის ზრდისთვის, უმუშევრობის შემცირებისთვის, სავალუტო სტაბილურობისა და უცხოური ვენჩურული ინვესტიციებისგან თავის დაცვისთვის.

საკვანძო სიტყვები: საქართველოს საფონდო ბირჟა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ფინანსური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები

სტატია