ქუთათელაძე რუსუდან

პროფესორი; დეკანი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

ყურაშვილი გუგული

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო


თავისუფალი ფულადი ნაკადები საკუთარ კაპიტალზე

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: დივიდენდების დისკონტირების მოდელი ეფუძნება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფულადი სახსრების ერთადერთი სახე, რომელიც მიიღება აქციის მფლობელისგან - დივიდენდია. თუნდაც, თუკი ჩვენ გამოვიყენებთ მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტს და განვიხილავთ აქციის შესყიდვის დივიდენდის როლში, ჩვენ არასწორად შევაფასებთ ფირმებს, რომლებიც როგორც წესი, სრულად არ უხდიან აქციონერებს მათთვის განკუთვნილ თანხებს.

კვლევის მეთოდოლოგია: ა. იმ თანხების გათვალისწინებით, რომლებსაც ფირმები უხდიან თავისი აქციების მფლობელებს, დივიდენდების ან აქციების შესყიდვის ფორმით, როგორ შეიძლება შეფასდეს ბევრს იხდიან ისინი თუ ცოტას? ჩვენ გავზომავთ თუ ფულადი სახსრების რა მოცულობა შეიძლება გადახდილი იქნეს აქციის მფლობელებისათვის, რეინვესტირებაზე მოთხოვნილებების დაფარვის შემდეგ და შევადარებთ ამ თანხას სიდიდეს, რომელსაც ნამდვილად გადაუხდიან აქციის მფლობელებს.

ბ. იმის შესაფასებლად, თუ ფულადი სახსრების რა მოცულობა შეუძლია დაუბრუნოს აქციის მფლობელებს ფირმამ, ჩვენ ვიწყებთ წმინდა მოგებით - აქციონერების მოგების საბუღალტრო მაჩვენებლით პერიოდის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გარდავქმნით მას ფულად ნაკადში, ფირმის რეინვესტირებისათვის მოთხოვნილებების გამოკლებით.

გ. საბრუნავი კაპიტალის გაზრდა ფიტავს ფირმის ფულად ნაკადებს მაშინ, როდესაც საბრუნავი კაპიტალის შემცირება ზრდის ფულად ნაკადებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ინვესტორებისათვის საკუთარ კაპიტალში.

დ. ინვესტორებმა აქციაში ასევე უნდა განიხილონ ვალის მოცულობაში ცვლილების გავლენა ამ ფულად ნაკადებთან დაპირისპირებაში. ძირითადი თანხის გაცემა არსებული ვალის დასაფარად, წარმოადგენს ნაღდი ფულის გადინებას, მაგრამ ვალის დაფარვა შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდებოდეს ვალთან დაკავშირებული ახალი ვალდებულებებით, რომლებიც წარმოადგენენ ნაღდი ფულის შემოდინებას. და ისევ, ახალი ვალდებულებების გამოკლება ძველი ვალიდან, რომელიც უნდა დაიფაროს, უზრუნველყოფს ვალში ფულად ნაკადებზე ცვლილების გათვლას.

შედეგები და გამოყენება: თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ ზემოქმედებას, რომელსაც განიცდიან ფულადი ნაკადები სუფთა კაპიტაკური დანახარჯების მხრიდან, საბრუნავი კაპიტალის ცვლილებას და ვალის ცვლილებას, რომლებიც მოდის აქციის ინვესტორებზე, მაშინ ამ ცვლილებების შემდეგ დარჩენილი ფულადი ნაკადები შეიძლება განისაზღვროს როგორც „თავისუფალი ფულადი ნაკადები აქციებზე (საკუთარი კაპიტალი)“ (free cash flow to equity – FCFE):

თავისუფალი ფულადი ნაკადები აქციებზე =

= წმინდა მოგება - (კაპიტალური დანახარჯები - ცვეთა) –

- (კაპიტალის ფულადი ბრუნვის ცვლილება) +

+ (ახალი ვალის ვალდებულებები - ვალის დაფარვა).

დასკვნა: ჩვენ გამოვიყენეთ აქციებზე ფულადი ნაკადების უფრო ფართო განსაზღვრება, როგორც „ფულად ნაკადებზე, რომლებიც დარჩება ყველა ფინანსური ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ვალის გადახდის ჩათვლით, აგრეთვე კაპიტალური დანახარჯების განხორციელების შემდეგ და საბრუნავ კაპიტალზე მოთხოვნის შემდეგ“. განხილული იქნა დივიდენდებსა და თავისუფალ ფულად ნაკადებს შორის განსხვავების მიზეზები საკუთარ კაპიტალზე, აგრეთვე წარმოდგენილია თავისუფალი ფულადი ნაკადები აქციაზე .

საკვანძო სიტყვები: დივიდენდი, აქცია, სუფთა მოგება, ცვეთა, ამორტიზაცია, თავისუფალი ფულადი ნაკადები

სტატია