ფოფხაძე გიორგი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ლარის კურსის გაუფასურების ძირითადი მიზეზები

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: დღევანდელი ეკონომიკური და სოციალური ვითარების გათვალისწინებით ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით შემუშავებული იქნა წინადადებები და რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვნია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და რეალური კურსის მისაღწევად.

კვლევის მეთოდოლოგია: ლარის კურსის განსაზღვრის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მეთოდები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია აღნიშნულ საკითხთან. არსებული და პოტენციური პრობლემები დროულად უნდა იქნას გამოვლენილი. სადაც წინასწარ დიაგნოსტიკურ მექანიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომელიც გამაგრებული უნდა იყოს ექსპერტთა წინადადებებითა და სტატისტიკური მონაცემებით.

შედეგები და გამოყენება: ეკონომიკური ზრდის პირობებში, რომელიც დღეისათვის გვაქვს აუცილებელია მეტი გააქტიურება უკეთესი ვალუტის მისაღებად იმ წინადადებების გათვალისწინებით, რომელიც ნაშრომშია წარმოდგენილი. შედეგზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს. ნაშრომში წარმოდგენილია ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორების მოკლე მიმოხილვა.

დასკვნა: ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედებს როგორც შიგა ისე გარე. საბოლოოდ კი ამ ფაქტორებს მივჰყავართ გარკვეულ დასკვნამდე. ქვეყანაში მეტი დოლარი უნდა შემოვიდეს ვიდრე გადის. ამ საკითხთან დაკავშირებით ნაშრომში წარმოდგენილია შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები და ასევე ლარის კურსის განსაზღვრაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების გაანგარიშების პირობითი ანალიზი.

საკვანძო სიტყვები: ლარის კურსი, ინვესტიცია, იმპორტი, ექსპორტი, სადეპოზიტო გზავნილები

სტატია