გიგოლაშვილი მირიან

პედაგოგი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


საბანკო მომსახურების ზოგიერთი საკითხი საბაზრო ეკონომიკის პირობებში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: სტატიაში `საბანკო მომსახურების ზოგიერთი საკითხი საბაზრო ეკონომიკის პირობებში“, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საბანკო საქმეც ყველა სხვა ბიზნესის მსგავსი საქმე, უფრო ადვილადაც კი მოგეჩვენოს ვიდრე რომელიმე დარგის საქმიანობა. თუმცა ეს რეალობა არ არის ვინაიდან ბანკი რთული და არც თუ ისე ადვილი სამართავი მექანიზმია. მის უშეცდომო მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული მთელი საზოგადოებრივი მეურნეობის ნორმალური ფუნქციონირება.

ამჟამად საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა ორ ათეულს აჭარბებს. კომერციული ბანკების გასაჯაროებული ინფორმაციების გამოყენებით შევეცადეთ გაგვერკვა ფიზიკურ პირებს შორის რომელ ბანკში რა სახის ანაბრებზე და რომელ ვალუტაში შეუძლიათ საკუთარი დანაზოგის შეტანა. ბანკების აბსოლიტურ უმრავლესობაში ანაბრებზე ანგარიშების გახსნა შესაძლებელია 3 სახის ვალუტაში: ლარში, აშშ დოლარსა და ევროში. ზოგიერთ ბანკებში ემატება გირვანქა სტერლინგი. ანაბრების ნაირსახეობის მიხედვით ყველაზე დიდი დაფარვის ზონა აქვს „საქართველოს ბანკს“, სადაც ათზე მეტი სახის ვალუტაში შეიძლება ანაბრების გახსნა.

კვლევის მეთოდოლოგია: სტატიაში საუბარია საბანკო ანაბრების სახეებზე და თითოეული ანაბრის მიხედვით სარგებლის %–ის დარიცხვაზე, ცალ–ცალკე ვალუტების მიხედვით. ამისათვის გამოვიყენეთ კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც დაფუძნებულია მეორად სტარისტიკურ ინფორმაციაზე.

შედეგები და გამოყენება: სტატიაში საუბარია საბანკო ანაბრების სახეებზე და თითოეული ანაბრის მიხედვით სარგებლის %–ის დარიცხვაზე, ცალ–ცალკე ვალუტების მიხედვით.

დასკვნა: საგულისხმოა, რომ სარგებლის საპროცენტო განაკვეთები განვლილ პერიოდთან შედარებით შემცირების ტენდენციით ხასიათდება. გარკვეულწილად ეს განპირობებულია იმით, რომ შეიმჩნევა სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

საკვანძო სიტყვები: საბანკო ანაბარი, სარგებელი, საპროცენტო განაკვეთი, ანაბრის სახეები

სტატია