სილადაძე დალი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


აგრარული სექტორის განვითარების თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: საქართველო ტრადიციული აგრარული ქვეყანაა, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, სადაც დაბალ პროდუქტიული, თვითკმარი და ნახევრად თვითკმარი ფერმერული მეურნეობები ცხოვრების ძირითადი წყაროა. სასოფლო-სამეურნეო მიწების მზარდი წილი გამოუყენებელი რჩება. ამდენად, აუცილებელია აგრარულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესწავლა და პერსპექტივების დასახვა.

კვლევის მიზანი გამომდინარეობს იქედან, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორში თანდათანობით შემცირდა მოსავლიანობა და პროდუქტიულობა, აგრარულ სექტორში პოლიტიკის თუ სტრატეგიის უქონლობის გამო, და საერთოდ შეფერხდა დარგის განვითარება, რამაც სოფლის მოსახლეობის სიღარიბე გამიწვია. ამდენად შევეცადეთ შეგვესწავლა დარგში არსებული პრობლემები და გვენახა რა სტრატეგიის გატარებას აპირებს მთავრობა.

კვლევის მეთოდოლოგია: საკვლევ თემაში ასახულია ყველა ის პროცესი, რამაც ნეგატიური კვალი დაამჩნია ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე მოცემულია სამთავრობო გადაწყვეტილებები და დარგის განვითარების სტრატეგია 2012-2022 წლებში.

შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად დადგინდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რაოდენობა წლების მიხედვით (მიმდინარე ფასებში მლნ. ლარი), სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობები, მემცენარეობის პროდუქციის წარმოება, ოჯახური მეურნეობების წილი მემცენარეობის პროდუქტების წარმოებაში.

დასკვნა: დასკვნის სახით გვინდა ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება გადარჩენის მნიშვნელოვანი საშუალებაა სოფლის მოსახლეობისათვის. სოფელი სერიოზულადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობისაგან მიღებულ საარსებო წყაროებზე და სახელმწიფო ტრანსფერებზე. სოფლის მეურნეობის წილი მთლიან ეკონომიკაში დაბალია მაგრამ იგი მოსახლეობის უმრავლესობისათვის დახმარების მნიშვნელოვანი საშუალებაა და ამდენად, აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით ხელისუფლებამ გარკვეული მუშაობა უნდა გასწიოს არსებული მდგომარეობის შესაცვლელად.

საკვანძო სიტყვები: აგრარული სექტორი, სოფლის მეურნეობა, მოსავლიანობა, პროდუქტიულობა, სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მემცენარეობა, სტრატეგია, მიმართულებები

სტატია