ცინცაძე ასიე

პროფესორი; ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ფინანსების, ბუღალტერიისა და აუდიტის დეპარტამენტი; ხარისხის მართვის სამსახური, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო

მელოიან-ფუტკარაძე ლილით

ასისტენტ პროფესორი, ფინანსების, ბუღალტერიისა და აუდიტის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო


დაზღვევის პროდუქტის მოსალოდნელი სარგებლიანობის გავლენა სადაზღვევო ბიზნესის განვითარებაზე

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: სადაზღვევო ბიზნესი, როგორც ქვეყნის ფინანსური სისტემის ერთ-ერთი მძლავრი რგოლი უზრუნველყოფს ფინანსურ ბაზარს ფინანსური რესურსებით შემდგომი გადანაწილებისათვის ეკონომიკის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ბიზნესის განვითარება მატერიალური წარმოების სფეროში ბევრად მარტივია, ვიდრე სადაზღვევო სფეროში, ვინაიდან მატერიალური წარმოების სფერო მომხმარებელს აწოდებს პროდუქტს, რომლის სარგებლიანობის დანახვა შეძენისთანავე შეიძლება შეფასდეს. დაზღვევის პროდუქტის სარგებლიანობა გრძელვადიან პერიოდზე არის გათვლილი და მოსახლეობა რთულად ღებულობს გადაწყვეტილებას. ეს კი გავლენას ახდენს დაზღვევის განვითარებაზე. ნაშრომის კვლევის მიზანია დაზღვევის პროდუქტებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების არსებული ვითარების გათვალისწინებით დადგინდეს მიზეზები, რომლებიც აყალიბებს უნდობლობას დაზღვევის მექანიზმისადმი და სარგებლიანობის თეორიის გამოყენებით გაკეთდეს დასკვნები კონკურენციის ფორმაზე, დაზღვევის პროდუქტის ფორმირებასა და დაზღვევის აგენტების პროფესიონალიზმზე.

კვლევის მეთოდოლოგია: ნაშრომში დასახული კვლევის მიზნის მისაღწევად შესწავლილი იქნა საქართველოს ბაზარზე დაზღვევის პროდუქტებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება, განვითარებად ქვეყნებში გამოყენებული დაზღვევის პროდუქტები და მიდგომები, შესწავლილი იქნა ჟ. სეის, დ. კრამერისა და დ.ბერნულის მოსალოდნელი სარგებლიანობის თეორიები, რომლის საფუძველზე გაკეთდა დასკვნები.

შედეგები და გამოყენება: საკითხების გაანალიზებამ და ქართულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შედარებამ საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზართან შესაძლებლობა მოგვცა ჩამოგვეყალიბებინა პრობლემათა წრე, რომელიც აფერხებს სადაზღვევო ბაზრის განვითარებას. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა ცალკეული ადამიანების და ბიზნესის მფლობელების მხრიდან უსაფრთხოების მოთხოვნის გააზრებაზე, სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის შესრულების დაბალ ხარისხზე. სადაზღვევო კომპანიების მიერ პროდუქტის სწორად შერჩევასა და ბაზარზე მიწოდების სწორ გზაზე.

დასკვნა: ამგვარად, დაზღვევის გამოყენება სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად საჭიროებს მოსახლეობაში დაზღვევის პროდუქტის სარგებლიანობის აღიარებას, რომლის მისაღწევად აუცილებელია მიკროდაზღვევის პრაქტიკის გამოყენება, რომელიც მორგებული იქნება მოსახლეობის შესაძლებლობებზე და რისკებზე, რომელიც ყველაზე მეტად ემუქრება მათ.

საკვანძო სიტყვები: სარგებლიანობა, მიკროდაზღვევა, ფასისმიერი კონკურენცია, რისკის კონცეფცია

სტატია