შანიძე გოდერძი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის საზღვარგარეთული გამოცდილება

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: საქართველოს ბიზნეს-სექტორის განვითარების დონე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს. ჩვენთან ჯერ კიდევ სათანადო დონეზე ვერ ჩამოყალიბდა ბიზნესის მხარდაჭერისა და სტიმულირების სისტემა. ბუნებრივია, ბიზნესის განვითარება ვერ შედგება სათანადო ბიზნეს–გარემოს ფორმირების გარეშე. როდესაც ჩვენი სახელმწიფო ფიქრობს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებზე, მართებულად მიმაჩნია, გაიზიაროს ბიზნესის მხარდაჭერის საზღვარგარეთული გამოცდილება.

ნაშრომის მიზანი და ამოცანებია წარმოვაჩინო ის აუცილებლობა, რასაც განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ჰქვია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. სწორედ ასეთი სასარგებლო გამოცდილების (ადამიანების დასაქმების, ინვესტიციების მოძიების, სტარტაპებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესების და ა.შ.) გაზიარება მიმაჩნია მართებულად და შედეგების მომტანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევისას გამოვიყენე ანალიზისა და დაკვირვების მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: კვლევამ აჩვენა, რომ, უცხოური გამოცდილების გაზიარება დიდად წაადგება ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შემუშავებას და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

დასკვნა: პრობლემის გადაჭრის გზები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს ბიზნესის განვითარება მსოფლიო თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, აუცილებლად მიმაჩნია ხელისუფლებამ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას გაითვალისწინოს უცხოური ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ჩვენზე ადრე იწვიეს პრობლემის სირთულეები და ბიზნესის განვითარებას მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებით შეუწყოს ხელი.

საკვანძო სიტყვები: ბიზნესი, ინვესტიციები, უცხოური გამოცდილება, საგადასახადო შეღავათები

სტატია