მაღრაძე მერაბი

ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


დისპოზიციურ განწყობათა როლი პიროვნების ქცევაში

(პიროვნებათაშორის ურთიერთობათა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ასპექტები)


შესავალი და მიზანი: პიროვნებათაშორისი ურთიერთობები სოციალურ განწყობას ემყარება. დასავლურ ფსიქოლოგიაში ქცევის ასეთ განმსაზღვრელად დისპოზიციური განწყობები ითვლება, ქართულ ფსიქოლოგიაში კი სიტუაციური განწყობა. ჩვენი კვლევის მიზანია ვაჩვენოთ ფიქსირებულ დისპოზიციათა როლი პიროვნების სიტუაციური სოციალური განწყობის ფორმირებაში.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის მიზნის შესაბამისად, მის ძირითადი მეთოდს არსებული სპეციალური ლიტერატურის შესწავლა და კრიტიკული განხილვა წარმოადგენდა.

შედეგები და გამოყენება: სიტუაციურ განწყობას მთლიანად ისინი ქმნიან, მეორენი კი სიტუაციის გადამწყვეტ როლზე ამახვილებენ ყურადღებას. არსებობს კომპრომისული ვარიანტებიც, სადაც ახალი განწყობის ფორმირებაში დისპოზიციური და სიტუაციური ფაქტორების ინტერაქციაზეა საუბარი, მაგრამ არსად ნაჩვენები არაა ამ ინტერაქციის კონკრეტული მექანიზმი. გამოვდივართ რა განწყობის უზნაძისეული ცნებიდან, ჩვენს კვლევაში ყურადღებას ვამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ აქტუალური განწყობის ძირითადი ფაქტორებია მოთხოვნილება და სიტუაცია. რაც შეეხება მესამე ფაქტორს, დისპოზიციური განწყობის სახით, მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია ძირითადი ფაქტორების ხასიათზე. ეს საკითხი, კონკრეტულად, განხილული გვაქვს, ე.წ. „ლაპაიერის პარადოქსის“ მაგალითზე.

დასკვნა: დისპოზიციური განწყობა პიროვნული (სოციალური) ქცევის დეტერმინაციაში მოთხოვნილებისა და სიტუაციის ფაქტორებთან დაქვემდებარებულ როლს ასრულებს. პიროვნებას შეუძლია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა დაამყაროს შექმნილი საჭიროების მიხედვით და არ მოექცეს ფიქსირებული სტეროტიპების ტყვეობაში.

საკვანძო სიტყვები: პიროვნება, განწყობა, სოციალური განწყობა, სიტუაციური განწყობა, დისპოზიციური განწყობა, ქცევა

სტატია