ქიქოძე ნუნუ

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


მართვის პროცესში წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: ნაშრომში წარმოდგენილია მართვის სისტემის წინააღმდეგობების ბუნება, პრობლემების კლასიფიკაცია და შემოქმედებითი აზროვნების ზრდის ყველაზე ფართოდ გამოყენებული მეთოდები, რომლებიც ემსახურება მართვის წინააღმდეგობების გადაჭრას.ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის წარმატების საწინდარი სწორად განსაზღვრული და ეფექტურად მართული ორგანიზაციული პროცესებია. პროცესები ქმნიან სისტემას, სისტემა კი ქმნის პროდუტს ან ეწევა მომსახურეობას რომელიც კონკრეტული მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. სისტემის ეფექტური ფუნქცნიორება ერთგვარი ხელოვნებაა, რომლის შექმნის და მართვის უნარს უნდა ფლობდეს ორგანიზაციის სხვადასხვა რგოლის მენეჯმენტი.დამტკიცებულია, რომ მართვის პრობლემების გადაჭრის დროს წარმოიქმნება სხვადასხვა შეუთავსებლობები და წინააღმდეგობები, რომელთა გადაუჭრელობა მართვის მთავარი ფუნქციების შეუსრულებლობიდან ან არასათანადო შესრულებიდან გამომდინარეობს, რის შედეგადაც შემდგომში იქმნება „პრობლემების პირამიდა“.მართვა, ფართო გაგებით, ხომ უწყვეტი პროცესია, რომელიც გულისხმობს მართვის ობიექტებზე ზემოქმედებას (პიროვნება, კოლექტივი, ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესი, საწარმო, ინსტიტუცია, სახელმწიფო), რომელიც კონკრეტული ინსრტუმენტებით და მეთოდებით ხორციელდება. აღნიშნული ნაშრომის აქტუალურობა სწორედ მათი სრულყოფის, აგრეთვე ახალი მეთოდების და ინსტრუმენტების შექმნის მიზნით არის განპირობებული.კვლევის ძირითად მიზანს და ამოცანას წარმოადგენს მართვის სისტემათა ეფექტიანობის ზრდა იმ გამოწვევების შესაბამისად, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე ორგანიზაციების მმართველობითი საქმიანობის საქმიანობის წინაშე.ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ უფრო ეფექტიანი მმართველობითი მეთოდების და მეთოდიკის ძიება, არამედ შედეგების მონიტორინგის უფრო ობიექტური და ეფექტიანი კრიტერიუმების კვლევა და ფორმირება.

კვლევის მეთოდოლოგია: ნაშრომში განხილულ თეორიულ დa მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს თანამედროვე მართვის თეორიების,როგორც გადაწყვეტილებების მიღების მეთოდის, მეთოდიკის და მეთოდოლოგიის საფუძვლები.

შედეგები და გამოყენება: ნაშრომში გამოკვლეულია, რომ მართვის პრობლემების გადაჭრის დროს წარმოიქმნება სხვადასხვა შეუთავსებლობები და წინააღმდეგობები,რომელთა გადაუჭრელობამართვის მთავარი ფუნქციების შეუსრულებლობიდან ან არასათანადო შესრულებიდან გამომდინარეობს,განსაზღვრულია კრიტიკული კრეატიულობის მცნება როგორც დროში გაზომვადი წარმატების მაჩვენებელი.მოცემულია მართვის სისტემის გაუმჯობესების წესები.შემუშავებული და წარმოდგენილია მართვის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისა და პრაქტიკულად განხორციელებდი შესაძლებლობები.

დასკვნა: მართვა, უწყვეტი პროცესია, რომელიც კონკრეტული ინსრტუმენტებით და მეთოდებით ხორციელდება. სწორედ მათი სრულყოფის, აგრეთვე ახალი მეთოდების და ინსტრუმენტების შექმნის მიზნით არის განპირობებული მმართველობითი საქმიანობის ეფექტურობა.

საკვანძო სიტყვები: საბაზრო ურთიერთობები, კონკურენცია, პრობლემა, ორგანიზაცია, გადაწყვეტილება

სტატია