ქარქაშაძე ნარგიზა

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

კაკაურიძე ნათელა

პედაგოგი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

მიქაბაძე სოფიკო

პედაგოგი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ბიზნეს კომუნიკაციების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ეტაპზე

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: ბიზნესის სექტორი ბოლო წლებია დინამიურად ვითარდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ბიზნეს –კომუნიკაციის მეთოდების, ფორმებისა და საშუალებების გამოყენებასთან, რომლებიც კომპანიას დაეხმარება ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში როგოორც მის შიგნით, ისე მის გარეთ.

ამიტომ თემის კვლევის მიზანს წარმოადგენს, თუ რამდენად ახდენს გავლენას ბიზნეს–კომუნიკაციები კომპანიის საბოლოო საქმიანობაზე და როგორია მისი როლი თანამედროვე პირობებში.

კვლევის მეთოდოლოგია: ბიზნეს კომუნიკაციების მეთოდური საფუძვლების ანალიზის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბიზნესის სფეროში არსებულ და პოტენციურ პრობლემების დროულად გამოვლენას და მათ აღმოსაფხვრელად ადეკვატური ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას. ამიტომ აღნიშნულის შესასწავლად გამოვიყენეთ გამოკითხვის მეთოდი. რაც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ თუ როგორ ახდენს გავლენას კომუნიკაციის ხარისხი ბიზნესის განვითარებაზე.

შედეგები და გამოყენება: ბიზნეს-კომუნიკაციების სისტემაში შეიძლება გამოვყოთ სამი ინსტიტუციონალური კომპლექსი: 1. მარკეტინგული კომუნიკაციები; 2. ორგანიზაციული კომუნიკაციები; 3. საქმიანი კომუნიკაციები.

დასკვნა: ბიზნეს კომუნიკაციების ეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ გამოკითხულთა 100%–ს მიაჩნია, რომ ბიზნესის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს კომუნიკაციის ხარისხი. ასევე, რესპოდენტების 53% მიაჩნია, რომ საქართველოში საქმიანი კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგნს საქმიანი თათბირები. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამოკითხულთა 52%–ს მიაჩნიათ ცუდი ორგანიზაციული კომუნიკაციები დიდ გავლენას ახდენენ მუშაკების შრომის ნაყოფიერებაზე. ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელობამ აუცილებელია მიაქციოს დიდი ყურადღება კომუნიკაციური საკითხების მოგვარებას მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით.

საკვანძო სიტყვები: ბიზნეს კომუნიკაციები, საქმიანი საუბრები, საქმიანი ურთიერთობები, ორგანიზაციული კომუნიკაციები

სტატია