კამლაძე ლელა

პედაგოგი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


რისკის მართვა, როგორც შიდა აუდიტის მთავარი ფუნქცია

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: თანამედროვე მზარდი ორგანიზაციის სტაბილურობა და გრძელვადიანი წარმატება წარმოუდგენელია, თუ მისი მმართველობის სისტემაში სათანადო ადგილი არ უკავია რისკის მართვას, თუნდაც არაფორმალიზებული სახით, ეს ფაქტი უკვე დიდი ხანია აისახა მრავალი ქვეყნის კორპორაციულ სამართალში, კორპორაციული მმართველობის კოდექსში. რისკის მართვის, როგორც ორგანიზაციის ყველაზე სტრატეგიული ინსტრუმენტის მიმართ ინტერესი, განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო პერიოდის მანძილზე.

ამიტომ თემის კვლევის მიზანს წარმოადგენს განვსაზღვროთ თუ რა როლი ენიჭება და რა ადგილს იკავებს რისკის მართვა შიდა აუდიტის სისტემაში.

კვლევის მეთოდოლოგია: რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის პროცესების შესწავლისას ყურადღება უნდა მიექცეს ორგანიზაციული პროცესების ოპტიმალური მოდელის შემუშავებას და გამართულად ფუნქციონირებას, ყველა არსებითი რისკისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და შეფასებას, ამ რისკების მიმართ გონივრულ მიდგომებსა და კონტროლის ღონისძიებების შემუშავებას, ამიტომ აუცილებელია მჭიდრო პარტნიორობა შიდა აუდიტთან, როგორც დამოუკიდებელ სერვის-ფუნქციასთან, რათა გამოიკვეთოს ორგანიზაციის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები და დაისახოს აუცილებელი ღონისძიებები.

შედეგები და გამოყენება: რისკის მართვის პროცესში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ძირითადი ფუნქციები: 1. რისკის კომპონენტის ასახვა შიდა აუდიტის პროცესში. 2. კონტროლის ადეკვატურობის შეფასება და სისუსტეების გამოვლენა.

დასკვნა: თუ რისკის მართვას ერთიან, განმეორებად და უწყვეტი პროცესების ერთობლიობად წარმოვიდგენთ, შიდა აუდიტის ფუნქცია შეიძლება აღვიქვათ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი სისტემისა და ცალკეული პროცესების დიაგნოსტიკას და მათი ხარისხის მუდმივ სრულყოფას.

საკვანძო სიტყვები: რისკების მართვა, შიდა აუდიტი, შიდა კონტროლის სისტემა, მიზნები და სტრატეგიები, რისკის კომპონენტები

სტატია