გოლეთიანი რობერტ

პროფესორი, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

კუჭუხიძე იაკობ

ასისტენტ პროფესორი, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ფილოსოფიური პრობლემატიკის აქტუალური საკითხები არჩილ ჯორჯაძის შემოქმედებაში (ზოგიერთი ასპექტები)

(პიროვნებათაშორის ურთიერთობათა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ასპექტები)


შესავალი და მიზანი: არჩილ ჯორჯაძე იყო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი,ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი, თბილისის პირველი გიმნაზიის, რუსეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და შვეიცარიის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებული.

მან პირველმა ღიმაღლა ხმა ევროპაში, რომ საქართველო არ იყო რუსეთის რიგითი პროვინცია და იგი იბრძოდა თავისუფლების მოსაპოვებლად. იბრძოდა ავტონომიისათვის, რასაც უნდა მოყოლოდა დამოუკიდებლობა.

კველვის მიზანია ფართო საზოგადოების წინაშე სამსჯავროზე გამოვიტანოთ არჩილ ჯორჯაძის შეხედულებები ფილოსოპიური პრობლემების აქტუალურ საკითხთა შესახებ. რაც ორგანულად უკავშირდება ქართველთა ეროვნული თვითშეგნების საშვილიშვილო საქმეს, რასაც აძლიერებდა მის მიერ დამუშავებული გნოსეოლოგიური პრობლემები, მეტაფიზიკის ორსახა მოხმარება, სიცოცხლის არსის წვდომა და ირაციონალიზმის თავისებურება.

კვლევის მეთოდოლოგია: პრობლემის წვდომისათვის გამოყენებულია ანალიზისა და სინტეზის მეთოდები. მოვახდინეთ აღნიშნულ თემაზე ჯორჯაძის მიერ წარმოდგენილი პუბლიკაციების კრიტიკული განხილვა და გავაკეთეთ სათანადო დასკვნები, რომლითაც მივედით აღიარებამდე: რომ არჩილ ჯორჯაძის შემოქმედებაში, როგორც ისტორიულ, ესთეტიკურ, ფილოსოფიურ პრობლემებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მნიშვნელოვანია მომავლის განსაზღვრისათვის.

შედეგები და გამოყენება: ჩვენს მიერ წარმოდგენილი ნაშრომით მიგვაჩნია დადებითი სამსახური გავუწიოთ მე- 20 საუკუნის დასწყისის ქართული ფილოსოფიური აზროვნების სწორი მიმართულებით განვითარების საქმეს, რითაც პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს დავანახეთ ჩეშმარიტი ფილოსოფიური აზრის აღმასვლა.

მიზანშეწონილად ვთვლით ფართო ასპარეზი მიეცეს არჩილ ჯორჯაძის მიერ შემოთავაზებული ფილოსოფიური პრობლემების აქტუალურ საკითხთა სწავლებას,მოეწყოს დისკუსიები და კონფერენციები აღნიშნულ პრობლემათა გაანალიზებისათვის.

დასკვნა: ჩვენს მიერ წარმოდგენილი ნაშრომის მომზადებით ვფიქრობთ გარკვეული სიცხადე შევქმენით არჩილ ჯორჯაძის მიერ შემოთავაზებული ფილოსოფიური პრობლემების აქტუალურ საკითხთა წვდომის კუთხით. ამასთან საზოგადოების დიდ ნაწილს შევახსენებთ, რომ მე 20 საუკუნის დასასრულს განმეორებით მოპოვებულმა საზოგადოებრივმა დამოუკიდებლობამ მყარი თეორიული საფუძველი მიიღო მე 20 საუკუნის დასაწყისში.

საკვანძო სიტყვები: წვდომა, გნოსეოლოგია, ირაციონალიზმი, სინთეზი

სტატია