ბარბაქაძე ელიზბარ

დოქტორანტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების ფორმები და ძირითადი მეთოდები

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: მმართველობითი გადაწყვეტილება - ეს არის მენეჯერის შემოქმედებითი საქმიანობის გარკვეული ნაყოფი, რომელსაც მივყავართ რაიმე შედეგამდე ან/და აუცილებელ მოქმედებამდე. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მმართველობითი გადაწყვეტილება იყოფა ორ დიდ ჯგუფად: პროგრამირებად და არაპროგრამირებად გადაწყვეტილებად. ზოგადად, პროგრამირებადი გადაწყვეტილების მიღება რუტინული, თითქმის ავტომატური პროცესია. ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელთა მიღებაც მენეჯერებს უკვე იმდენჯერ მოუხდათ წარსულში, რომ შეიმუშავეს ერთგვარი პრინციპები, რომლებიც უნდა გამოიყენონ შესაბამის ვითარებებში. ხოლო, არაპროგრამირებადი გადაწყვეტილებები კი - მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც შექმნილი სიტუაცია მოულოდნელია და მენეჯერებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, რაც საჭირო გახდებოდა სათანადო წესების შესაქმნელად.

კვლევის მეთოდოლოგია: ეფექტური პროგრამირებადი გადაწყვეტილებების მისაღებად, პირველ რიგში, საჭიროა იმ ეკონომიკური სისტემების სწორი შეფასება, რომელშიც ორგანიზაციას უწევს საქმიანობა და რომელიც აიძულებს მენეჯერებს უზრუნველყონ თითოეული ფუნქციონალური რგოლის სრული მხარდაჭერა დასახული მიზნის მისაღწევად. ასეთ გადაწყვეტილებათა რიცხვს მიეკუთვნება: საწარმოო მარაგების მართვა, საწარმოო გრაფიკის შესაბამის მასალებზე მოთხოვნის ზუსტი განსაზღვრა და ოპერატიული საქმიანობის კალენდარული დაგეგმვა.

შედეგები და გამოყენება: არაპროგრამირებადი გადაწყვეტილების მიღება კი ხდება მაშინ, როცა არ არსებობს გამზადებული, შაბლონური გადაწყვეტილების მიღების წესები, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ მენეჯერებს ამგვარ ვითარებაში.

დასკვნა: შესაბამისად, იმ მიზნით, რომ შემცირდეს მოსალოდნელი შეცდომის დაშვების ალბათობა, მენეჯმენტის მეცნიერებაში, ცნობილია არაპროგრამირებადი გადაწყვეტილების მიღების ორი ძირითადი მოდელი: კლასიკური და ადმინისტრაციული მოდელი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მოდელები არ არის რაიმე გამზადებული „რეცეპტი“. ისინი მხოლოდ მეგზურებია, რომლებიც გარკვეულ დახმარებას უწევენ მენეჯერებს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის უკეთ გაგებაში.

საკვანძო სიტყვები: პროგრამირებადი გადაწყვეტილება, არაპროგრამირებადი გადაწყვეტილება, საწარმოო მარაგების მართვა, მასალებზე მოთხოვნის განსაზღვრა, კალენდარული დაგეგმვა, გადაწყვეტილების კლასიკური მოდელი, გადაწყვეტილების ადმინისტრაციული მოდელი.

სტატია