გამსახურდია თამაზი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


მენეჯერული აზროვნება, როგორც წარმატებული სამეწარმეო საქმიანობის წამყვანი ფაქტორი

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: შრომაში საუბარია საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქმიანობის, წარმოებისა და ქვეყნის განვითარებაში პროგრესისათვის მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების, თანამედროვე აზროვნებისა და მიდგომების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. იმაზე, რომ მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა დროულად შეძლეს მაღალკვალიფიციური შრომითი რესურსების ეფექტურად გამოყენებითა და საზოგადოების თანამედროვე აზროვნების ფორმირებით, კონკურენტულ ბრძოლაში არნახულ შედეგს მიაღწიეს, რამაც მკვეთრი ასახვა პოვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში. აგრეთვე აღნიშნულია, რომ საქართველომ ჯერ-ჯერობით ვერ დაძლია საბჭოური მენტალური წინააღმდეგობანი და ვერ განახორციელა ის აუცილებელი რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვნად აამაღლებდა მეცნიერულ აზროვნებას, გააუმჯობესებდა სამეწარმეო საქმიანობის ეფექტურობას და ხალხის ცხოვრების დონეს.

კვლევის მეთოდოლოგია: აღნიშულია, რომ ცენტრალურ თუ ადგილობრივი მმართველობის რიგ სტრუქტურებში ჰქონდა და დღესაც აქვს ადგილი დაბალკვალიფიციურ, გამოუცდელი ადამიანური რესურსების გამოყენებას, რამაც ქვეყანას სავალალო შედეგები მოუტანა. საჯარო სამსახურის იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე თანამდებობები უნდა ეკავოთ კომპეტენტურ, გამოცდილ, კვალიფიცირებულ და ინტელექტუალურ პირებს, რომელთაც უნარი შესწევთ გადაჭრან თავიანთ კომპეტენციაში შემავალ სტრუქტურასა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები.

შედეგები და გამოყენება: ყურადღება გამახვილებულია თუ რა როლი ენიჭება მაღალი პიროვნული და პროფესიონალური მონაცემების მქონე კადრებს ქვეყნის აღმავლობისა და აღმშენებლობის საქმეში. ხაზგასმულია ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და ნაჩვენებია მათი დაძლევის ზოგიერთი აუცილებელი მიდგომები და გზები. აქცენტი უნდა გაკეთდეს საქმიანობის მეცნიერულტევად, მაღალტექნოლოგიურ პარამეტრებზე დაფუძნებულ წარმოების განვითარებაზე, არსებული სამეცნიერო პოტენციალის შენარჩუნებაზე, მის განვითარებაზე და ახალგაზრდების სამეცნიერო და საგამომგონებლო საქმიანობაში უფრო ინტენსიური ჩართვის წახალისებაზე.

დასკვნა: ნაშრომში აღნიშნულია, რომ ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანური რესურსების სწორად ფორმირება და მათი გონებრივი შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტელექტის ეფექტური გამოყენება. ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანური რესურსების სწორად ფორმირება და მათი გონებრივი შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტელექტის ეფექტური გამოყენება. ადამიანური რესურსების მიღწევები იძლევა შესაძლებლობას, რათა სასწაულები მოახდინოს ნებისმიერი დარგის სამეწარმეო საქიანობის განვითარებაში.

საკვანძო სიტყვები: მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, საჯარო სამსახური, ინტელექტის ეფექტური გამოყენება, მეცნიერულტევადი

სტატია