ჩიტეიშვილი მანანა

ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ღირებულებები და ღირებულებათა ტიპები ბიზნესში

(პიროვნებათაშორის ურთიერთობათა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ასპექტები)


შესავალი და მიზანი: საქმიან გადაწყვეტილებებს ბიზნესში იღებენ ცალკეული პირები, ან კომიტეტები, რომელთა ზნეობრიობაც ვლინდება ადამიანის ქცევის მეშვეობით. ადამიანთა ქცევა ყალიბდება მათი გარემო-პირობებზე დამკიდებულებით, რომლებიც ამ პრობლემებს წარმოქმნიან. თავის მხრივ, ეს დამოკიდებულება განისაზღვრება გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ღირებულებების ინდივიდუალური სისტემით. საფუძველს ქმნის ის ქცევები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების ღერძად წარმოგვიდგება. ღირებულებათა საფუძველსი შეიძლება იყოს ათიმცნების მსგავსი წესი, ასეთ რირებულებებს დეონტოლოგიურს უწოდებენ. არსებობს ღირებულებათა მეორე წესი_ტელეოლოგიური(ემყარება მიზნის სავარაუდო შედეგს).

კვლევის მეთოდოლოგია: ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომელიც ემყარებოდა ემპირიული დაკვირვებისა და ლოგიკური სიცხადის მეთოდებს, გვიჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას ახდენს პიროვნულ-ინდივიდუალური ღირებულებანი, ესენია: ეგოს ძალა, გარემოებაზე დამოკიდებულება და გავლენის წყარო.

შედეგები და გამოყენება: კვლევები გვიდასტურებს აგრეთვე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედებას ახდენს ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება. ღირებულებები შეიძლება გაიყოს ორად: საბოლოო (რწმენები, წარმოდგენები, ყოფის სასურველი მდგომარეობა, მაგ: ცხოვრებისეული კომფორტი, უზრუნველყოფილი ცხოვრება და ა. შ.) და ინსტრუმენტალური, რაც ხელს უწყობს საბოლოო, სასურველი მდგომარეობის მიღწევას, მაგ: დაძაბული შრომის უნარი და პატივმოყვარეობა.

დასკვნა: ფილოსიფოსები უთითებენ ინდივიდუალურ ღირებულებათა როლის აშკარა განსხვავებას, გადაწყვეტილების მიღებისას (ესაა კერძო და საზოგადოებრივი ეთიკა). ინდივიდის პირადი ღირებულებები ქმნიან კერძო ცხოვრებაში ეტიკური გადაწყვეტილების მიღების პირობებს, ხოლო პროფესიულ სფეროში, ეთიკურ გადაწყვეტილებებს სხვა ძალები მართავენ.

საკვანძო სიტყვები: ღირებულებები, ბიზნეს-ღირებულებები, ადამიანური ქცევა, გარემო პირობები, დეონტოლოგიური რწმენა, ტელეოლოგიური მიზანი

სტატია