ბანძელაძე მანანა

ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

მენაბდიშვილი ვახტანგ

ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ბიზნესი, კომუნიკაცია და ეთიკური ქცევები

(პიროვნებათაშორის ურთიერთობათა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ასპექტები)


შესავალი და მიზანი: განვითარების თანამედროვე ეტაპზე ბიზნესის სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია კომუნიკაციის და ეთიკური ქცევების სწორი ფორმები. ნაშრომის მიზანია განიხილოს კომუნიკაციის ზოგადი არსი, მისი ფორმები, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ფორმების საერთო და განმასხვავებელი ნიშნების დადგენა, სწორი ეთიკური ფორმების არსის და მათი მნიშვნელობის აღნიშვნა ბიზნესისთვის.

კვლევის მეთოდოლოგია: განხილულია XX საუკუნის ზოგიერთი ეთიკური თეორია, სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანი სოციალური არსებაა. იგი საზოგადოებაში ცხოვრობს საუკუნეებით დამკვიდრებული ქცევის წესებით, რომელთა საშუალებითაც ახდენს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. ყოველ საზოგადოებას მისთვის დამახასიათებელი კულტურა და ქცევის წესები გააჩნია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საერთო მიზნების მქონე ადამიანთა საზოგადოებას სასურველია, ქონდეს სწორი შეხედულება ცხოვრების წესზე. ყველა საუკუნეში გავრცელებულია „კარგი ტონის ქცევები“, რომლებიც არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს, სამაგიეროდ კარგად აისახება ბიზნესის საბოლოო მიზანზე-ზრდის მოგებას. ამ საკითხის საფუძვლიანად გაშუქებისთვის ნაშრომში გამოყენებულია დიალექტიკის მეთოდი, ანალიზი და სინთეზი, შედარებითი ანალიზი.

შედეგები და გამოყენება: ბიზნესში გამოყენებულია სხვადასხვა სახის ეთიკური ნორმები, კერძოდ საქმიანი მოლაპარაკება, თავაზიანობა, ტაქტი. აღნიშნულია, რომ დღესდღეობით შექმნილი არაა ქცევის საერთაშორისო ნორმები, თუმცა ყოველი ქვეყნის ინდივიდი, შესაბამისად ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანები ცდილობენ ქცევის წესებში აღმოაჩინონ ის, რაც ასე თუ ისე მისაღებია ადამიანთა უმრავლესობისთვის. ნაშრომში განხილულია კომუნიკაციის რამდენიმე საშუალება და აღნიშნულია, რომ რაც უფრო კარგად აუღებს ბიზნესმენი ალღოს საკომუნიკაციო საშუალებებს, მით უფრო წარმატებული იქნება ბიზნესი.

დასკვნა: ამრიგად, ბიზნესის სფესოს განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პიროვნებათშორისი კომუნიკაციის სწორად მართვა და ზნეობრივი ნორმების დაცვა.

საკვანძო სიტყვები: ბიზნესი, კომუნიკაცია, მორალური ქცევები, საქმიანი საუბრები, ეთიკა

სტატია