ახალაძე ზეინაბ

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

შალამბერიძე მანანა

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


სასურსათო უსაფრთხოების შეფასების საკითხები

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სიღარიბის დაძლევა ნებისმიერი სახელმწიფოსათვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამიტომაც მოცემული საკითხი აქტუალურია, როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო და გლობალურ დონეზე. სასურსათო პოლიტიკა განსაკუთრებით აქტუალური შედარებით ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებშია, რომლებიც განვითარების გარდამავალ ეტაპზე იმყოფებიან და სასურსათო პოლიტიკისა და რეგულირების სრულყოფას საჭიროებენ.

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის საწარმოო პოტენციალზე აგრარულ სექტორში, მოზიდული ინვესტიციების მოცულობაზე, სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ გარემოებებზე; ხოლო, რაც შეეხება ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებასა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის ერთობლივად და ეფექტიანად წარმართვას, იგი მხოლოდ სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ფარგლებშია შესაძლებელი.

სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგის დროს ძალზედ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმებს. სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ იქნა მაჩვენებელთა სისტემა, რომელიც ძირითადში მისაღებია ჩვენი ქვეყნის რეალობისათვის; მაგრამ არსებობს გარკვეული თავისებურებებიც, რომელთა გათვალისწინებაც ჩვენის აზრით აუცილებელია ქვეყანაში არსებული რეალური სურათის მისაღებად. სწორედ სასურსათო უსაფრთხოების შეფასების საკითხის შესწავლა წარმოადგენს წინამდებარე ნაშრომის მიზანს.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე არსებული ქართული და უცხოური ლიტერატურა, მათ შორის სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები, გამოცემები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ა.შ.

შედეგები და გამოყენება: შეფასებულ იქნა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების კავშირი ეკონომიკურ ზრდასთან, შერჩეულ იქნა მთავარი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც პრობლემას ყველაზე სრულყოფილად ასახავენ; სასურსათო უსაფრთხოების შესაფასებლად ჩატარდა შესაბამისი ეკონომიკური ანალიზი.Gგაანალიზებულ იქნა მაკროეკონომიკის ის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობაზე.

დასკვნა: საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგისათვის მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას სამი მთავარი ეკონომიკური ინდიკატორი, როგორიცაა სურსათის ხელმისაწვდომობა, სურსათის მოხმარება და სურსათის უზრუნველყოფა. შესაბამისი სტატისტიკური მეთოდებით გამოანგარიშებულ იქნა თითოეული მათგანი და დადგინდა მათი მნიშვნელობა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის.

საკვანძო სიტყვები: სასურსათო უსაფრთხოება, მონიტორინგი, ინდიკატორი, შეფასება, ანალიზი, სასურსათო პოლიტიკა, ეკონომიკური ფაქტორები

სტატია