ვანიშვილი მერაბი

პროფესორი, საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

ფარულავა დათა

დოქტორანტი, საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

ვანიშვილი ნინო

უფროსი მასწავლებელი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო


ინვესტიციების მოზიდვის ფინანსური ინსტრუმენტების შექმნის მეთოდოლოგიური პრინციპები და თავისებურებანი

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: 1990-იანები იყო ინვესტიციების დინების სწრაფი ზრდის პერიოდი. 1980-იანების ვალების კრიზისის შემდეგ და განვითარებული ქვეყნებების მხრიდან ინვესიტიციების განხორციელების ინტერესის გაზრდის ფონზე, განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკის შემქმენელებმა შეცვალეს კურსი და დაიწყეს რიგი რეფორმებისა ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ინვესტიციების მოზიდვის ესოდენ მაღალი ინტერესი განპირობებულია იმით რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებად ეკონომიკებში აღიქმება როგორც ბაზრის პროდუქტიულობის ზრდის, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის, ნოუ-ჰაუს დანერგვის, პროფესიული უნარების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მტკიცე გარანტი.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის ინსტრუმენტულ-მეთოდურ აპარატს ქმნის მეცნიერული შემეცნების საბაზო მეთოდების შეთანაწყობა ისეთ საყოველთაოდ აღიარებულ კერძო მეთოდებთან, როგორიცაა ეკონომიკური ანალიზი და სინთეზი, ისტორიული და ლოგიკური, განზოგადება და აბსტრაქცია, ინდუქცია და დედუქცია, შედარებითი ანალიზი, გრაფიკული ანალიზი და სტატისტიკური დაჯგუფება.

შედეგები და გამოყენება: სტატიაში აღწერილია ინვესტიციების მოზიდვის ფინანსური ინტსტრუმენტები და მათი კავშირი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან.

დასკვნა: დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელია განვითარებადი ქვეყნების მთავრობებმა შეიმუშაონ ინვესტიციების მოზიდვის ეფექტური სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური ინსტრუმენტების რაციონალურ და ორივე მხარისთვის მისაღები საგადასახადო შეღავათების გამოყენებას. უფრო მე-ტად ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტები ინვესტიციების მოზიდვისთვის კი მო¬ითხოვს გაუმჯობესებულ მონიტორინგს.

საკვანძო სიტყვები: ინვესტიცია, ლიბერალიზაცია, საინვესტიციო პოლიტიკა, საინვესტიციო აქტივობა, ფინანსური ინსტრუმენტები

სტატია