შალამბერიძე მანანა

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

ახალაძე ზეინაბ

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


აგრარული სექტორი - აგროდაზღვევის პრობლემა და მისი მოგვარების გზები

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: საქართველოს აგრარულ სექტორში შექმნილი რთული ვითარება მოითხოვს ქვეყანაში არსებული რესურსების რაციონალურ გამოყენებას, რომელიც მხოლოდ მისი ოპტიმალური შეფასების გზით მიიღწევა. Mმიმდინარე აგრარული რეფორმა, რომელიც მიმართულია საბაზრო ურთიერთობათა პრინციპების დამკვიდრებისაკენ, დღის წესრიგში აყენებს ეკონომიკური გარდაქმნების შემდგომი გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკური რესურსების რაციონალურად გამოყენების აუცილებლობას ცალკეული რეგიონების მიხედვით, რამაც უნდა უზრუნველყოს ბაზრის სასოფლო-სამეურნეო ნედლეულით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის დაფინანსება, მართვის სტრუქტურის სწორდ შერჩევა, აგრო დაზღვევა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის შემოსავლების გადიდება და მათი ცხოვრების დონის რეალური ამაღლება.

კვლევის მიზანს წარმოადგენს შესაბამის ფერმერულ მეურნეობებში დასაქმებული, გლეხების ინფორმირებას: მათი ფერმერებად ჩამოყალიბების, შესაბამისი ბიზნეს გარემოს შექმნის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების აღმავლობის, ფერმერებისათვის ინფორმაციის მიწოდებას აგრო დაზღვევასა და მომავალში დაზღვევით სარგებლობასთან დაკავშირებით.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევები სოფლებში, შეხვედრები და ინტერვიუ ფერმერებთან.

შედეგები და გამოყენება: ფერმერთა უმრავლესობამ იცის აგრო დაზღვევის შესახებ. აგრო დაზღვევით სარგებლობს მხოლოდ გარკვეული ნაწილი, რადგან აგრარული სექტორი მრავალი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. პროდუქტიულობა ძალზე დაბალია. ქვეყანაში სიღარიბის მაღალი დონეა, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია საქართველოს სოფლის მეურნეობის ნელი ტემპით განვითარება, ფერმერთა ნაწილი კმაყოფილია და მომავალშიც აპირებს აგრო დაზღვევით სარგებლობას. რადგან ისინი ფიქრობენ, რომ მიიღებენ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების გაზრდას და შეამცირებს სიღარიბეს.

დასკვნა: ხელშეკრულების პირობების შესახებ დამზღვევთა (ფერმერთა) ინფორმირებულობის ამაღლება, მათთვის ტრენინგ კურსების შეთავაზება.

საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, ფერმერი, აგრო დაზღვევა, ზარალი

სტატია